გიორგი II (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{|border=0 cellpadding=10 width=100%
|- bgcolor=whitesmoke
|<small>საკუთარ სახელს "'''გიორგი II'''" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: [[გიორგი II]]
|}</small>
'''გიორგი II''', [[აფხაზეთა სამეფო|აფხაზთა]] (დასავლეთ საქართველოს) [[მეფე]] [[922]]-[[957]], [[კონსტანტინე III|კონსტანტინე III-ის]] ძე.
'''გიორგი II''', [[აფხაზეთა სამეფო|აფხაზთა]] (დასავლეთ საქართველოს) [[მეფე]] [[922]]-[[957]], [[კონსტანტინე III|კონსტანტინე III-ის]] ძე.



11:39, 14 მარტი 2006-ის ვერსია

საკუთარ სახელს "გიორგი II" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გიორგი II

გიორგი II, აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 922-957, კონსტანტინე III-ის ძე.

მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა ბაგრატი ეცილებოდა. გიორგი II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა. მის სამეფოში შედიოდა ქართლი, რომლის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილი კონსტანტინე დაინიშნა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რომელსაც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა. გიორგი II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძე ლეონი (შემდეგში მეფე ლეონ III) დასვა. გიორგი II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტიკურ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II კახეთში შეიჭრა და შეიპყრო ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელმაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებანი კახეთზე. გიორგი II-მ კვირიკე II გაათავისუფლა. შემდეგში გიორგი II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთს დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი. 957 გიორგი II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი II გარდაიცვალა და ლეონი და კვირიკე დაზავდნენ. კვირიკემ ცნო აფხაზთა მეფის სიუზერენობა. გიორგი II-ის გავლენა ვრცელდებოდა ტაოკლარჯეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გიორგი II-ის ასული გურანდუხტი გურგენ მეფეთა მეფის მეუღლე იყო; გიორგი II-ის აქტიური ხელშეწყობით X საუკუნის II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა იგი კულტურის სფეროშიც. ქართული წყარო მას ეკლესიათა ამშენებელს უწოდებს. გიორგი II-მ დააარსა ჭყონდიდის (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.