აჟანის უნგრულა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აჟანის უნგრულა''', ''აჟანის ვენგერკა'', ''აჟანკა'', ''დ’ანტი'' — ქლიავის ჯიში. სახელწოდება წარმოშობილია ქალაქ აჟანის (საფრანგეთი) სახელისაგან, სადაც ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული. საფრანგეთიდან აჟანის უნგრულა გავრცელდა ევროპაში და ჩრდილო ამერიკაში.
'''აჟანის უნგრულა''', ''აჟანის ვენგერკა'', ''აჟანკა'', ''დ’ანტი'' — [[ქლიავი]]ს ჯიში. სახელწოდება წარმოშობილია ქალაქ [[აჟანი]]ს ([[საფრანგეთი]]) სახელისაგან, სადაც ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული. საფრანგეთიდან აჟანის უნგრულა გავრცელდა [[ევროპა]]ში და [[ჩრდილო ამერიკა]]ში.


საქართველოს პირობებში აჟანის უნგრულა გვხვდება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე და ისიც ცალკეულ ხეებად. თუმცა აჟანის ვენგერკა კარგ მაჩვენებლებს იძლევა მოსავლიანობის მხრივ (40–45 ცენტნერს ერთი ჰექტარიდან), მაგრამ მისი მოსავლიდან დამზადებული ჩირი ბევრად ჩამოუვარდება იტალიური უნგრულისგან დამზადებულ „[[შავქლიავი]]ს“ ჩირს; ამ მიზეზის გამო იტალიურმა უნგრულამ აფხაზეთიდან განდევნა ერთ დროს გავრცელებული აჟანის უნგრულა.
[[საქართველო]]ს პირობებში აჟანის უნგრულა გვხვდება მხოლოდ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე და ისიც ცალკეულ ხეებად. კარგ მაჩვენებლებს იძლევა მოსავლიანობის მხრივ (40–45 [[ცენტნერი|ცენტნერს]] ერთი [[ჰექტარი|ჰექტარიდან]]), მაგრამ მისი მოსავლიდან დამზადებული [[ჩირი]] ბევრად ჩამოუვარდება [[იტალიური უნგრულა|იტალიური უნგრულისგან]] დამზადებულ „[[შავქლიავი]]ს“ ჩირს; ამ მიზეზის გამო იტალიურმა უნგრულამ [[აფხაზეთი]]დან განდევნა ერთ დროს გავრცელებული აჟანის უნგრულა.


ხე ხასიათდება მაღალი აგებულობის მომრგვალო ვარჯით, დატოტვა საშუალო სიხშირისა აქვს. ფოთოლი უკუკვერცხისებრი ფორმისაა, მუქი მწვანე ფერის, ნაკლებად შებუსვილი. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. თვითსტერილია. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში. საშუალო სიდიდისაა (4,1🞩3,4 სმ). საშუალო მასა 25,6 გრამს უდრის. ფორმა ოვალურია, ღარი სუსტად ემჩნევა. ნაყოფის კანი მოშავო–ლურჯია, ზევიდან გადაჰკრავს ცვილისებრი ნაფიფქი. რბილობი მოყვითალო–მწვანე ფერისაა, მკვრივი, მომჟავო–ტკბილი გემოსი, საკმაოდ წვნიანი. კურკა რბილობს კარგად სცილდება; იგი ნაყოფის წონის 3,2%-ს შეადგენს. ნაყოფჭამია ნაკლებად აზიანებს აჟანის მოსავალს (ნაყოფს).
ხე ხასიათდება მაღალი აგებულობის მომრგვალო [[ვარჯი]]თ, დატოტვა საშუალო სიხშირისა აქვს. [[ფოთოლი]] უკუკვერცხისებრი ფორმისაა, მუქი მწვანე ფერის, ნაკლებად შებუსვილი. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. თვითსტერილია. [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში. საშუალო სიდიდისაა (4,1🞩3,4 [[სმ]]). საშუალო მასა 25,6 [[გრამი|გრამს]] უდრის. ფორმა ოვალურია, ღარი სუსტად ემჩნევა. ნაყოფის კანი მოშავო-ლურჯია, ზევიდან გადაჰკრავს ცვილისებრი ნაფიფქი. [[რბილობი]] მოყვითალო–მწვანე ფერისაა, მკვრივი, მომჟავო–ტკბილი გემოსი, საკმაოდ წვნიანი. [[კურკა]] რბილობს კარგად სცილდება; იგი ნაყოფის წონის 3,2%-ს შეადგენს. ნაყოფჭამია ნაკლებად აზიანებს აჟანის მოსავალს (ნაყოფს).

18:13, 16 აპრილი 2020-ის ვერსია

აჟანის უნგრულა, აჟანის ვენგერკა, აჟანკა, დ’ანტიქლიავის ჯიში. სახელწოდება წარმოშობილია ქალაქ აჟანის (საფრანგეთი) სახელისაგან, სადაც ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული. საფრანგეთიდან აჟანის უნგრულა გავრცელდა ევროპაში და ჩრდილო ამერიკაში.

საქართველოს პირობებში აჟანის უნგრულა გვხვდება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე და ისიც ცალკეულ ხეებად. კარგ მაჩვენებლებს იძლევა მოსავლიანობის მხრივ (40–45 ცენტნერს ერთი ჰექტარიდან), მაგრამ მისი მოსავლიდან დამზადებული ჩირი ბევრად ჩამოუვარდება იტალიური უნგრულისგან დამზადებულ „შავქლიავის“ ჩირს; ამ მიზეზის გამო იტალიურმა უნგრულამ აფხაზეთიდან განდევნა ერთ დროს გავრცელებული აჟანის უნგრულა.

ხე ხასიათდება მაღალი აგებულობის მომრგვალო ვარჯით, დატოტვა საშუალო სიხშირისა აქვს. ფოთოლი უკუკვერცხისებრი ფორმისაა, მუქი მწვანე ფერის, ნაკლებად შებუსვილი. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. თვითსტერილია. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში. საშუალო სიდიდისაა (4,1🞩3,4 სმ). საშუალო მასა 25,6 გრამს უდრის. ფორმა ოვალურია, ღარი სუსტად ემჩნევა. ნაყოფის კანი მოშავო-ლურჯია, ზევიდან გადაჰკრავს ცვილისებრი ნაფიფქი. რბილობი მოყვითალო–მწვანე ფერისაა, მკვრივი, მომჟავო–ტკბილი გემოსი, საკმაოდ წვნიანი. კურკა რბილობს კარგად სცილდება; იგი ნაყოფის წონის 3,2%-ს შეადგენს. ნაყოფჭამია ნაკლებად აზიანებს აჟანის მოსავალს (ნაყოფს).