პეტრეს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''პეტრეს ციხე''' — [[შუა საუკუნეები]]ს სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ [[ბორჯომი|ბორჯომში]], ლიკანის პირდაპირ, [[მდინარე]] [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე. მასთან მისვლა შესაძლებელია რამოდენიმე გზით, ლიკანის პარკიდან მტკვარზე გადებული ხიდისა და კლდეზე ვიწრო ბილიკის გავლით, სოფ. ლიკანიდან რკინიგზის ხაზის სიახლოვეს წიწვოვანი ტყისა და კლდეზე ვიწრო ბილიკის საშუალებით.
'''პეტრეს ციხე''' — [[შუა საუკუნეები]]ს სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ [[ბორჯომი|ბორჯომში]], ლიკანის პირდაპირ, [[მდინარე]] [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე. მასთან მისვლა შესაძლებელია რამდენიმე გზით, ლიკანის პარკიდან მტკვარზე გადებული ხიდისა და კლდეზე ვიწრო ბილიკის გავლით, სოფ. ლიკანიდან რკინიგზის ხაზის სიახლოვეს წიწვოვანი ტყისა და კლდეზე ვიწრო ბილიკის საშუალებით.


==ისტორია==
==ისტორია==

18:44, 7 აპრილი 2020-ის ვერსია

პეტრეს ციხეშუა საუკუნეების სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ ბორჯომში, ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე. მასთან მისვლა შესაძლებელია რამდენიმე გზით, ლიკანის პარკიდან მტკვარზე გადებული ხიდისა და კლდეზე ვიწრო ბილიკის გავლით, სოფ. ლიკანიდან რკინიგზის ხაზის სიახლოვეს წიწვოვანი ტყისა და კლდეზე ვიწრო ბილიკის საშუალებით.

ისტორია

პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ეკუთვნოდა ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს. დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიულ სოფლების ფაფისა და ნუასაკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას. XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ამავე ხანებში პეტრეს ციხის რაბათი დაიცალა მოსახლეობისაგან. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში — საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ; ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი, ეკლესიითა და სასაფლაოთი.

არქიტექტურა

ციხემ ძლიერ დაზიანებული სახით მოაღწია. შემორჩა მისი ციტადელი ქონგურებით, დასრულებული მაღალი კედლები სხვადსახვა სიმაღლეზე განლაგებული სათოფურებითა და ნახევარწრიული გეგმის კოშკით, რომელიც მოთავსებულია ციხის სამხრეთ ნაწილში. ციხე ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით და კირის ხსნარის დუღაბით. სამხრეთის ნახევარწრიული კოშკი შესაძლოა სამსართულიანი იყო. სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში შესასვლელი კარი იქნებოდა დატანებული, რასაც გვაფიქრებინებს ამ ნაწილში ფოსოს არსებობა. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი დიდი ზომის აუზი (სავარაუდოდ წყლის რეზერვუარი და ხორბლის შესანახი). ციხე საკმაოდ დიდი ზომისაა, მდებარეობის გამო იგი აკონტროლებს გარემოს. მასიური მაღალი კედლები მონუმენტურობითა და შინაგანი სიძლიერით გამოირჩევა კედლის ტალღოვანი ფორმა და ქონგურები კი მას სიმსუბუქეს და დინამიკურობას ანიჭებს.

ლიტერატურა

  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ., 1957;

რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11046