მიხეილ ერისთავი (გენერალ-მაიორი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი''' (დ. 9 თებერვალი, 1827, სოფ. კარალ...
(განსხვავება არ არის)

17:07, 6 აპრილი 2020-ის ვერსია

მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი (დ. 9 თებერვალი, 1827, სოფ. კარალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – გ. 7 მაისი, 1894, თბილისი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1877), ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. გენერლების ნ. ბ. ერისთავისა და კონსტანტინე ერისთავის ძმა. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში. დაჯილდოებულია წმინდა ანას II ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში.