ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 75: ხაზი 75:
სოფელში დაიბადნენ:
სოფელში დაიბადნენ:
* [[ნესტორ კალანდაძე]] (1898) ― პუბლიცისტი.
* [[ნესტორ კალანდაძე]] (1898) ― პუბლიცისტი.
* [[ლეონიდე კალანდაძე]] (1898) ― აგრონომი.
* [[ლეონიდე კალანდაძე]] (1898) ― ენტომოლოგი.
* [[ლავროსი კალანდაძე]] (1903) ― მხატვარი.
* [[ლავროსი კალანდაძე]] (1903) ― მხატვარი.
* [[ალექსანდრე კალანდაძე (არქეოლოგი)|ალექსანდრე კალანდაძე]] (1909) ― არქეოლოგი.
* [[ალექსანდრე კალანდაძე (არქეოლოგი)|ალექსანდრე კალანდაძე]] (1909) ― არქეოლოგი.

13:44, 6 აპრილი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიდისთავი.
სოფელი
ხიდისთავი

სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხიდისთავი
კოორდინატები 41°57′38″ ჩ. გ. 42°14′25″ ა. გ. / 41.96056° ჩ. გ. 42.24028° ა. გ. / 41.96056; 42.24028
დაარსდა მეზოლითი
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ადრეული სახელები ოცხანა
ცენტრის სიმაღლე 230
მოსახლეობა 303[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ხიდისთავი — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი). სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, საჯარო სკოლა[3], საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და საოჯახო სასტუმრო. სოფელში შემორჩენილია ტრადიციული გურული ოდა-სახლები, მათ შორის ანა კალანდაძის სახლი.[4]

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 27 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.

ისტორია

1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზოულის შესაყარში აღმოაჩინეს მეზოლითური ნამოსახლარი.[5] მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.

ხიდისთავის ძველი სახელწოდებაა ოცხანა. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. სახელი ოცხანა იხსენიება 1622 წლის საბუთში. XIX საუკუნეში ოცხანა იყო ბასილეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ოცხანა, ბასილეთი და მეწიეთი. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ოცხანაში მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.[6]1903 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. 1908 წელს სოფლები ხიდისთავი და ოცნახა ცალ-ცალკე იყო აღწერილი. 1905 წლის რევოლუციის დროს აქ იმართებოდა პოლიტიკური კრებები, რის აღსანიშნავადაც დგას ობელისკი. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა კოლმეურნეობა, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1883[7] 1944
1893[8] 2598 ,
1908[9] 1404
1911[10] 1017
2002[2] 463 202 261
2014[1] 303 143 160

ცნობილი ადამიანები

სოფელში დაიბადნენ:

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
    • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 15919
  4. დ. ქორიძე, „კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლები ჩოხატაურის რაიონიდან“, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეორე სამეცნიერო სესია გვ 16 — 1964 წ.
  5. ბაქრაძე, დ . [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, გვ. 177. 
  6. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  7. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  8. Кавказский календарь на 1910 год
  9. Кавказский календарь на 1912 год