ქოქოლეთის ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53: ხაზი 53:


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
*{{საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა|11698}}
* ''[http://khelvachauri.ge/files/Historical%20Sights/4.pdf ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — მატერიალური კულტურის ძეგლები]''. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. გვ, 1.
* ''[http://khelvachauri.ge/files/Historical%20Sights/4.pdf ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — მატერიალური კულტურის ძეგლები]''. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. გვ, 1.

==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

15:16, 3 აპრილი 2020-ის ვერსია

ქოქოლეთის ხიდი
ჩომახურისის თაღოვანი ხიდი
კოორდინატები: 41°29′55″ ჩ. გ. 41°51′58″ ა. გ. / 41.49861° ჩ. გ. 41.86611° ა. გ. / 41.49861; 41.86611
ადგილმდებარეობა ქოქოლეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია მდ. ქოქოლეთისწყალი
მასალა ქვა
თაღების რაოდენობა 1
კონსტრუქტორი/არქიტექტორი ახმედ-აღა ხინკილაძე
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
ეროვნული კატეგორიის

ქოქოლეთის ხიდი, იგივე ჩომახურისის თაღოვანი ხიდიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოქოლეთში.

ქოქოლეთის ხიდი მდებარეობს ქოქოლეთის წყალზე (მარჯვნიდან მაჭახელას ერთვის). ქალაქ ბათუმიდან 40 კმ-ითაა დაშორებული. ხიდის მალის ზომებია 10 მ. X 10 მ., ხოლო წყლის დონიდან თავბანდამდე მანძილი — 5,15 მეტრი. მარჯვენა ბურჯზე ცალ მხარეს ქვების პარალელური წყობაა (სიმაღლე 1,54 — სმ, სისქე — 0,24 მ., სიგანე — 0,90 მ ) ამოყვანილი. წყობა ბურჯის შემადგენელ ელემენტად ითვლება, თუმცა არცერთ სხვა თაღოვან ხიდზე მსგავსი რამ არ შეინიშნება. თავის სიგანე 0,45 მეტრია, ლავგარდეანი — 0,20 მ. (ლავგარდანი გადმოწეული არ არის). ხიდის სიგანე შუა წელში 1,70 მეტრია, მარცხენა მისასვლელის სიგრძე — 8 მეტრი, სიგანე — 2,85 მ. და 5,30 მ. მარჯვენასი კი შესაბამისად —2,40 მ. და 2,30 მ.

ხიდს ფოსოები არ აქვს. მხოლოდ ერთი ვიწრო ხვრელი აქვს, რომლის ზომებიც 0,6 სმ. X 0,8 სმ-ია. ფოსო ხიდის მარჯვენა ბურჯის ზედა მხარესა გამოკვეთილი და მისი დანიშნულება გაურკვეველია. გადმოცემით, ქოქოლეთის თაღოვანი ხიდი ჩიქუნეთელ ახმედ–აღა ხინკილაძეს აუშენებია, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. შესაბამისად, ხიდი ამ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო