მთა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
42 ბაიტი დაემატა ,  1 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან სიმაღლითა ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული გრადიცია არ არსებობს, იგი იცვლება [[გეოგრაფიული განედი]]სა [[კლიმატი|კლიმატური პირობების]] (უმთავრესად [[თოვლის მიჯნა|თოვლის მიჯნის]] სიმაღლის) შესაბამისად. ასეთი დაყოფა მოსახერხებელია ერთნაირ გეოგრაფიულ პირობებში მდებარე მთების შესადარებლად და გამართლებულია იმით, რომ მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული მორფოლოგიური სახე აქვთ: მაღალ მთებს ახასიათებს ძველი და თანამედროვე გამყინვარებისა და ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვისაგან დაკბილული მწვერვალები, გაშიშვლებული ციცაბო კალთები (მის კალთებზე არ იზრდება არც მცენარეულობა და არც ცხოველები ბინადრობენ.), ხოლო საშუალო და დაბალ მთებს — მომრგვალებული მწვერვალები, გლუვი, დამრეცი კალთები, დაფარული გამოფიტვის ქერქით, ნიადაგითა და მცენარეულობით.
 
ერთმანეთზე გადაჯაჭვული ქედები და მთების მასივები ასეულ და ათასეულ კმ-ზე გაშლილ მთიან მხარეებს (მთებს) წარმოქმნიან (მაგ., [[კავკასიონი]], [[ურალის მთები]]). წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ტექტონიკურ, ეროზიულ და ვულკანურ მთებს. ტექტონიკური მთები ძირითადად წარმოიქმნება გეოსინკლინში შრეების ინტენსიური დანაოჭებისა და [[დედამიწის ქერქი]]ს აზევების შედეგად. ტექტონიკური სტრუქტურების შესაბამისად განარჩევენ [[ნაოჭა მთები|ნაოჭა]] და [[ლოდა მთები|ლოდა მთებს]]. ეროზიული მთები დედამიწის ქერქის მაღლა აზიდული ჰორიზონტული სტრუქტურების პლასტოსებრი ზედაპირის დანაწევრების შედეგია. ვულკანური მთები — [[ვულკანური კონუსი|ვულკანური კონუსების]], [[ლავური ნაკადი|ლავური ღვარების]], ტუფური საფრის ერთობლიობაა.
 
{{Commons|Gallery of mountains|Mountains}}

სანავიგაციო მენიუ