გიორგი IV გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 39: | ხაზი 39: | ||
{{ქსე|3|163|ჩხატარაიშვილი ქ.}} |
{{ქსე|3|163|ჩხატარაიშვილი ქ.}} |
||
{{ქე|2|26-27|ჩხატარაიშვილი ქ.}} |
{{ქე|2|26-27|ჩხატარაიშვილი ქ.}} |
||
==სქოლიო== |
|||
{{სქოლიო}} |
|||
{{გურიელები}} |
{{გურიელები}} |
11:01, 16 მარტი 2020-ის ვერსია
გიორგი IV გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1711, 1714, 1717 |
მმართ. დასასრული: | 1712, 1717, 1726 |
წინამორბედი: | მამია III გურიელი, ლევან გურიელი, ქაიხოსრო III გურიელი |
მემკვიდრე: | ლევან გურიელი, ქაიხოსრო III გურიელი, მამია IV გურიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1702 |
გარდ. თარიღი: | 1726 |
მეუღლე: | ხვარამზე |
შვილები: | მამია IV გურიელი, გიორგი V გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | მამია III გურიელი |
დედა: | ელენე |
გიორგი IV გურიელი (დ. 1702 — გ. 1726) — მამია III გურიელის ძე. პერიოდულად იყო გურიის მთავარი 1711-1726 წლებში.
ბიოგრაფია
1711 წელს გურიელად დასვა მამამ, რომელიც მაშინ იმერეთის მეფე იყო. 1712-1714 წლებში ტახტი წაართვა ძმამ ლევან გურიელმა. 1716 წელს გიორგი IV გურიელმა სიმონეთის ბრძოლაში დაამარცხა იმერეთის მეფე გიორგი VI და გამეფდა, მაგრამ მხოლოდ სამი თვე იმეფა. გიორგიმ გურიიდან თავისი სიმდიდრის ჩამოტანა განიზრახა, მაგრამ რაჭველები თავს დაესხნენ სოფელ სალომინაოში. ეს რომ გურიელმა გაიგო გურიაში გაიქცა.
1717 წელს გააძევა ძმამ ქაიხოსრო III გურიელმა დედის, ელენე აბაშიძისა და ბეჟან I დადიანის დახმარებით.[1] იმავე წელს ოსმალთა დახმარებით ტახტი დაიბრუნა. 1717 წელს ბეჟან დადიანმა გააძევა სამთავროდან, მაგრამ მაშინვე შეძლო ძალაუფლების დაბრუნება. ახლო კავშირი ჰქონდა ვახტანგ VI-სთან და მისი შემწეობით ცდილობდა ოსმალთა მიერ მიტაცებული ბათუმისა და ჩაქვის მხარეების დაბრუნებას. მიუხედავად ამისა, ოსმალებმა 1723 წელს დაიკავეს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ციხეები, მათ შორის ქობულეთი და გრიგოლეთი. ოსმალებს თავადი ნაკაშიძე უჭერდა მხარს. გურიელს დაუმტკიცდა მამის მიერ დაკავებული საჯავახოსა და სურების მხარეები.
გურიელმა და მისმა მეუღლე ხვარამზემ აღდგენითი სამუშაოები ჩაატარეს ლიხაურისა და ჯუმათის ეკლესიებში.
ლიტერატურა
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 163.
- ჩხატარაიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 26-27.
სქოლიო
- ↑ სოსელია, ო. (1954). „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი XXX. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 133.
|