აბდულა-ბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''აბდულა-ბეგი''', ''არჩილი'' — ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] (ალიყული-ხანის) ძე, სამეფო ტახტის პრეტენდენტი. [[1737]] წელს აბდულა-ბეგი ირანელებმა ქართლის გამგებლად (ნაიბად) დანიშნეს, მაგრამ იმავე წელს უკან გაიწვიეს. 40-იანი წლების დამდეგს ნომინალურად ისევ ქართლის გამგებლად ითვლებოდა, ფაქტობრივად კი თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. [[1744]] წელს, ქართლში [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ისა]] და კახეთში [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] გამეფების შემდეგ საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი. [[1747]] წელს თეიმურაზ II ირანს გაემგზავრა და ქართლის მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში - სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი [[ყიზილბაშები]] და ერეკლე II-ს შეებრძოლა. ბრძოლა მთელ წელიწადს გაგრძელდა და [[1748]] წელს ერეკლეს გამარჯვებით დამთავრდა. |
'''აბდულა-ბეგი''', ''არჩილი'' — ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] (ალიყული-ხანის) ძე, სამეფო ტახტის პრეტენდენტი. [[1737]] წელს აბდულა-ბეგი ირანელებმა ქართლის გამგებლად ([[ნაიბი|ნაიბად]]) დანიშნეს, მაგრამ იმავე წელს უკან გაიწვიეს. 40-იანი წლების დამდეგს ნომინალურად ისევ ქართლის გამგებლად ითვლებოდა, ფაქტობრივად კი თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. [[1744]] წელს, ქართლში [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ისა]] და კახეთში [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] გამეფების შემდეგ საუფლისწულოდ გადასცეს [[ქვემო ქართლი]]. [[1747]] წელს თეიმურაზ II ირანს გაემგზავრა და ქართლის მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში - [[სამშვილდე|სამშვილდის]] ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი [[ყიზილბაშები]] და ერეკლე II-ს შეებრძოლა. ბრძოლა მთელ წელიწადს გაგრძელდა და [[1748]] წელს ერეკლეს გამარჯვებით დამთავრდა. |
||
==ოჯახი== |
==ოჯახი== |
10:51, 3 მარტი 2020-ის ვერსია
აბდულა-ბეგი, არჩილი — ქართლის მეფის იესეს (ალიყული-ხანის) ძე, სამეფო ტახტის პრეტენდენტი. 1737 წელს აბდულა-ბეგი ირანელებმა ქართლის გამგებლად (ნაიბად) დანიშნეს, მაგრამ იმავე წელს უკან გაიწვიეს. 40-იანი წლების დამდეგს ნომინალურად ისევ ქართლის გამგებლად ითვლებოდა, ფაქტობრივად კი თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. 1744 წელს, ქართლში თეიმურაზ II-ისა და კახეთში ერეკლე II-ის გამეფების შემდეგ საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი. 1747 წელს თეიმურაზ II ირანს გაემგზავრა და ქართლის მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში - სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშები და ერეკლე II-ს შეებრძოლა. ბრძოლა მთელ წელიწადს გაგრძელდა და 1748 წელს ერეკლეს გამარჯვებით დამთავრდა.
ოჯახი
აბდულა ბეგს ცოლად ჰყავდა ქეთევან ბატონიშვილი, ერეკლე I-ის ასული. ამ ქორწინებიდან მათ ჰყავდათ 5 ვაჟი და 1 ქალიშვილი:
- აღას ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1765), 1745 წელს, ცოლად შეირთო მარიამ ორბელიანი
- დავით ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1767)
- იესე ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1812)
- როსტომ მირზა (1736–1755)
- ასან მირზა (გარდაიცვალა 1736)
- მარიამ ბეგუმი, დაქორწინდა აზად ხან ავღანზე, შემდეგ კი რევაზ ანდრონიკაშვილზე.
ლიტერატურა
- მეგრელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 23.
- მეგრელიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 26.
- ორბელიანი პ., ამბავი ქართლისანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854