ალექსანდრე (ოქროპირიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
| საერო სახელი = ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე
| დაბადების თარიღი = [[1824]]
| დაბადების ადგილი = [[დისევი]], [[გორის მაზრა]], [[თბილისისსაქართველოს გუბერნია]], [[რუსეთის იმპერია]]
| გარდაცვალების თარიღი = [[9 ნოემბერი]], [[1907]]
| გარდაცვალების ადგილი = [[შიომღვიმის მონასტერი]], [[რუსეთის იმპერია]]
| საფლავი = [[შიომღვიმე]]
| ეროვნება = [[ქართველები|ქართველი]]
}}
 
ეპისკოპოსი '''ალექსანდრე''' (ერისკაცობაში — ''ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე''; დ. [[1824]], სოფ. [[დისევი]] (ახლანდელი [[ერედვის მუნიციპალიტეტი]]) — გ. [[9 ნოემბერი]], [[1907]], [[შიომღვიმის მონასტერი]]) — [[ქართველები|ქართველი]] საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, [[1850]] წელს, დაამთავრა [[ყაზანის სასულიერო აკადემია]]. სამშობლოში დაბრუნებული, ჯერ იყო მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შემდეგ — აფხაზეთის [[არქიმანდრიტი]], 1862–1869 — აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869–1882 და 1886–1898 წლებში — გორის ეპისკოპოსი, ქართლ-კახეთის ეპარქიის [[ქორეპისკოპოსი]], 1882–1885 — [[გურიის ეპარქია|გურიის ეპისკოპოსი]], 1898–1903 — გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. იღვწოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. დასვა საკითხი საქართველოს სასულიერო სკოლებში ქართული ენის სავალდებულო საგნად შემოღების შესახებ. [[1903]] გადააყენეს თანამდებობიდან.
 
ალექსანდრემ საკუთარი სახსრებით დააბეჭდვინა რამდენიმე ქართული საერო და საეკლესიო ძეგლი, შეაგროვებინა და გამოაცემინა ხალხში გაბნეული ქართული საგალობლები. 90-იან წლებში შეაკეთა და განაახლა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: [[შიომღვიმე]], [[ზედაზნის მონასტერი|ზედაზენი]], [[ჯვარი (მცხეთა)|ჯვარი]] და [[დავითგარეჯა]]. დიდძალი ფული შესწირა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას]] და საეკლესიო მუზეუმს, ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები. დასაფლავებულია შიომღვიმის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

სანავიგაციო მენიუ