სხალტბის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: არ იძებნება, ამოვიღე ბმული
ხაზი 10: ხაზი 10:


[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:მცხეთა-მთიანეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]

21:00, 21 თებერვალი 2020-ის ვერსია

სხალტბის ტაძარი

სხალტბის ტაძარი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგურით ნაგები ერთნავიანი ეკლესია, რომელიც დგას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. სხალტბის დასავლეთით. სამხრეთ კარის თავზე მოთავსებული წარწერის თანახმად, ეკლესია 1669 აუშენებია ივანე ზედგინიძის ძეს სახლთუხუცეს შიოშსა და მის მეუღლეს თამარს. სამხრეთ კარიბჭის ერთ-ერთი სვეტის წარწერაში მოხსენიებულია ოსტატი სარქარი მელქან ფურცხვანიძე. ეკლესიის სამხრეთით ფასადის მხარეს მიშენებული აქვს 4 ისრული თაღით გახსნილი კარიბჭე, რომლის 3 რვაწახნაგა ბოძი შემკულია ჩუქურთმებით და ჯვრებით. მოჩუქურთმებულია აგრეთვე ლავგარდანიც. ეკლესია შიგნით სადაა, თაღები და გადამხური კამარა ისრული ფორმისაა, რაც გვიანდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. თამარ მეფის დროს (1202) სხალტბიდან შიომღვიმის მონასტრისათვის გაიყვანეს წყალსადენი, რომელიც იმ დროისათვის რთულ ჰიდროტექნიკის ნაგებობას წარმოადგენდა.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში