ყულევი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 87: ხაზი 87:


{{ხობის მუნიციპალიტეტი}}
{{ხობის მუნიციპალიტეტი}}
[[კატეგორია:საქართველოს პორტები]]
[[კატეგორია:ხობის მუნიციპალიტეტის პორტები]]
[[კატეგორია:ხობის მუნიციპალიტეტის ისტორიული ქალაქები]]
[[კატეგორია:ხობის მუნიციპალიტეტის ისტორიული ქალაქები]]
[[კატეგორია:ყულევის თემის სოფლები]]
[[კატეგორია:ყულევის თემის სოფლები]]

19:22, 12 თებერვალი 2020-ის ვერსია

სოფელი
ყულევი

რედუტ-კალე 1840 წელს
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°16′18″ ჩ. გ. 41°40′29″ ა. გ. / 42.27167° ჩ. გ. 41.67472° ა. გ. / 42.27167; 41.67472
დაარსდა 1804
ადრეული სახელები რედუტ-კალე
ცენტრის სიმაღლე 2
მოსახლეობა 280[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98%[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ყულევი — საქართველო
ყულევი
ყულევი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყულევი

ყულევისოფელი დასავლეთ საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ქალაქი რედუტ-კალე.

გეოგრაფია

მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობის შესართავთან, შავი ზღვის ნაპირას.ზღვის დონიდან 2 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ხობიდან დაშორებულია 18 კილომეტრით, ფოთიდან 15 კმ-ით.

ისტორია

ყულევის ტერიტორია დასახლებული იყო ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში. გამოვლენილია ორი ნამოსახლარი. ერთი მდინარე ხობის მარჯვენა მხარეს, ზღვის ნაპირას, და მეორე მისგან 300 მეტრზე, მდინარე ცივზე. მეორე ნამოსახლარის ზედა უგვიანესი ფენა ქალაქის ტიპის დასახლებადაა მიჩნეული.

1804 წელს ხობისწყლის შესართავში დაარსდა დასახლება სახელწოდებით რედიტ-კალე. მისი დაარსება უკავშირდება ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილები განლაგებას და რედუტი მოწყობას. რედუტ-კალე დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. იგი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში შემოდიოდა ევროპული საქონელი. განსაკუთრებით გაიზარდა რედუტ-კალის მნიშვნელობა 1821 წლიდან, როდესაც ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა. ამ დროს მისი მოსახლეობა 400 ადამიანი იყო, ხოლო გარნიზონში 600-700 ჯარისკაცი იდგა. 1822 წელს რედუტ-კალეში ინგლისური საქონლის სავაჭრო დუქანი გახსნა იაკობ მარმა. ვაჭრების უმეტესობა იყო სომეხი და ბერძენი. 1846 წელს დასახლებამ სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო.[3] ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1854 წელს, რედუტ-კალე ჯერ ოსმალეთის ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსეთის ჯარებმა ააფეთქეს. პარიზის საზავო ხელშეკრულების (1856) თანახმად, 21 მარტს ოსმალებმა დათმეს რედუტ-კალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას გადაწვეს. ამის შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 280 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1864[4] 385
1876[5] 617 331 286
1882[6] 51
1910[7] 787 408 379
2002[2] 359 170 189
2014[1] 280 145 135

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 662.
  • პაჭკორია მ., რედუტ-კალე ყულევი, თბ., 1968;

სქოლიო