ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 85: ხაზი 85:
{{ხაშურის მუნიციპალიტეტი}}
{{ხაშურის მუნიციპალიტეტი}}


[[კატეგორია:ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები]]
[[კატეგორია:ალის თემის სოფლები]]

10:12, 12 თებერვალი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალი.
სოფელი
ალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ალი
კოორდინატები 42°05′14″ ჩ. გ. 43°38′48″ ა. გ. / 42.08722° ჩ. გ. 43.64667° ა. გ. / 42.08722; 43.64667
ცენტრის სიმაღლე 760
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1068[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

ალი[2]სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. არის თემის ცენტრი. მდინარე ჭერათხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 25 კმ. სოფელში არის ბიბლიოთეკა, კინოთეატრი (ამჟამად უმოქმედო), წყარო, სტადიონი, საჭიდაო მოედანი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 474 კომლი, სულ 1375 ადამიანი. სოფელში დგას: დედაღვთისა, კვირაცხოვლის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, უსანეთის ეკლესია და ჯანიაურების ეკლესია.

დემოგრაფია

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1375 ადამიანი[3]. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 1068 კაცი, საიდანაც 549 მამაკაცია, ხოლო 519 ქალი[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1375[4][5]
2014 1068[1]

ისტორია

ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას (XII საუკუნე). ჩრდილოეთიდან მას იცავდა ალის ციხე, ხოლო სამხრეთიდან — ნაბახტევისა. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVIII საუკუნეში კვლავ დაწინაურდა და ზემო ქართლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და მოურავი განაგებდა.

დღემდე, ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შემთხვევით აღმოჩენილი საინტერესო მასალა მიგვანიშნებს, რომ ალი უძველესი დროიდან არის დასახლებული. ალის ციხის სამხრეთით არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადრეანტიკური ხანის ვრცელი დასახლება. ვახუშტი ბატონიშვილი ალს მცირე ქალაქს უწოდებს, მისი ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესახებ შემდეგს აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„ბრილის წყლის შესართავს ზეით არის ალის წყალზედ, დასავლეთით, კლდესა ზედა ალი, ქალაქი მცირე. გაზაფხულ-შემოდგომას ჭყაპიან-ტალახიანი, ზამთარ ცივი, ზაფხულ ცხელი, არამედ ჰავით კეთილი, მხიარული...“

ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ალი, როგორც ქალაქი წარმოიშვა XI-XII საუკუნეებში, რასაც ხელი შეუწყო მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობს, რამაც თავის მხრივ მას მნიშვნელოვანი როლი დააკისრა, იმდროინდელ სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაშიც, რაშიც როგორც ჩანს აქ მსახლობელნი სომეხნი და ურიანი აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საქონელი, ქუცნა ამირეჯიბის სიგელის მიხედვით, გაჰქონდათ აქეთ თბილისამდე და იქით ქუთაისამდე.

ალი, რომ განვითარებული და გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდში მნიშვნელოვან სავაჭრო-სააღებმიცემო ურთიერთობებში იყო ჩაბმული საქართველოს სხვადასხვა ქალაქებთან, მეტყველებს აქ აღმოჩენილი რამდენიმე განძი, რომელიც საისტორიო მეცნიერებაში ალის განძის სახელწოდებით არის ცნობილი. ასეთი შემთხვევა სულ სამია ცნობილი. აქედან ერთი განძი დაკარგულია, ხოლო დანარჩენი საქართველოს სახელმწიფო და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. 1881 წელს გაზეთი დროება წერდა:

ვიკიციტატა
„ბევრს ადგილას სახნავ მიწებში პოულობენ ხვნის დროს ქვევრებს და სხვა ძველ ნივთებს. ამასწინათ ერთ მეწისქვილეს ეპოვნა ციხესთან ერთი ქოთანი თეთრი ფული, ნიაღვრით ჩამოეჭამა მიწა და გამოჩენილიყო. ამ ძველმა ფულებმა გაახარეს ურიები, რადგან ადგილობრივმა მამასახლისებმა ყურადღება არ მიაქციეს.“

სოფელ ალში წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური, რომლის დაფინანსებითაც აშენდა სოფლის საავადმყოფო[6]

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 308.
  • ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ., 1963 წ., გვ. 78–85
  • ჟ. შარდენი, მოგზაურობა საქართველოში (1672-1673 წ.), თბ., 1935 წ., გვ. 82
  • თ. ლაცაბიძე, ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში, 2000 წ.

სქოლიო