ემა რობერტსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 81: ხაზი 81:
| შენიშვნები =
| შენიშვნები =
}}
}}
'''ემა როუს რობერტსი'''(დ. [[10 სექტემბერი]], [[1991]]) — [[ამერიკელები|ამერიკელ]]ი [[მსახიობები|მსახიობ]]ი და [[მომღერალი|მომღერალ]]ი. [[2001]] წელს, ფილმ „კოკაინა“-ში ქრისტინა ჯანგის როლის შესრულებით მან თავისი პირველი სამსახიობო დებიუტი შექმნა. [[2004]]-[[2007]] წლებში კი, [[Nickelodeon]]-ის სატელევიზიო სერიებში, მთავარი როლი შეასრულა, როგორც ედი სინგერი.
'''ემა როუს რობერტსი''' (დ. [[10 სექტემბერი]], [[1991]]) — [[ამერიკელები|ამერიკელ]]ი [[მსახიობები|მსახიობ]]ი და [[მომღერალი|მომღერალ]]ი. [[2001]] წელს, ფილმ „კოკაინა“-ში ქრისტინა ჯანგის როლის შესრულებით მან თავისი პირველი სამსახიობო დებიუტი შექმნა. [[2004]]-[[2007]] წლებში კი, [[Nickelodeon]]-ის სატელევიზიო სერიებში, მთავარი როლი შეასრულა, როგორც ედი სინგერი.


რობერტსი შემდგომ ისეთ ფილმებში გადაიღეს როგორიცაა: „აქვამარინი“([[2006]]), „ნენსი დრიუ“([[2007]]), „ველური ბავშვი“([[2008]]), „ძაღლების სასტუმრო“([[2009]]), „ვალენტინობის დღე“([[2010]]), „ეს ამბავი ძალიან სახალისოა“([[2011]]), „საშინაო დავალება“([[2012]]) და სხვა.
რობერტსი შემდგომ ისეთ ფილმებში გადაიღეს როგორიცაა: „აქვამარინი“([[2006]]), „ნენსი დრიუ“([[2007]]), „ველური ბავშვი“([[2008]]), „ძაღლების სასტუმრო“([[2009]]), „ვალენტინობის დღე“([[2010]]), „ეს ამბავი ძალიან სახალისოა“([[2011]]), „საშინაო დავალება“([[2012]]) და სხვა.

21:46, 11 თებერვალი 2020-ის ვერსია

ემა რობერტსი

ემა რობერტსი, 2016 წელს, San Diego Comic-Con-ზე
დაბადების სახელი ემა როუს რობერტსი
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1991 (1991-09-10) (32 წლის)
ნიუ-იორკი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 2001-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი გარეტ ჰედლანდი
მშობლები მამა: ერიკ რობერტსი
დედა: კელი კანინგჰამი
ნათესავები ჯულია რობერტსი

ემა როუს რობერტსი (დ. 10 სექტემბერი, 1991) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. 2001 წელს, ფილმ „კოკაინა“-ში ქრისტინა ჯანგის როლის შესრულებით მან თავისი პირველი სამსახიობო დებიუტი შექმნა. 2004-2007 წლებში კი, Nickelodeon-ის სატელევიზიო სერიებში, მთავარი როლი შეასრულა, როგორც ედი სინგერი.

რობერტსი შემდგომ ისეთ ფილმებში გადაიღეს როგორიცაა: „აქვამარინი“(2006), „ნენსი დრიუ“(2007), „ველური ბავშვი“(2008), „ძაღლების სასტუმრო“(2009), „ვალენტინობის დღე“(2010), „ეს ამბავი ძალიან სახალისოა“(2011), „საშინაო დავალება“(2012) და სხვა.

გადაღებულია სხვა ფილმებშიც: „დიდებული ცხოვრება“(2008), „4.3.2.1“(2010), „კივილი 4“(2011), „ზრდასრული სამყარო“(2013), „ჩვენ მილერები ვართ“(2013), „თებერვალი“(2014), „ნერვი“(2016), „ვინ ვართ ჩვენ ახლა“(2017) და „სამოთხის გორაკები“(2019). რობერტსმა სშინელებათა ჟანრის სერიალ „ამერიკულ საშინელებათა ისტორიაში“(2013-დღემდე), მრავალ სეზონში მონაწილეობით დიდი აღიარება მოიპოვა. ასევე მან მთავარი როლი შეასრულა, კომედიურ-საშინელებათა სერიალში „კივილის დედოფლებში“, 2015-2016 წლებში.

ბიოგრაფია

ემა როუს რობერტსი 1991 წლის 10 სექტემბერს, ნიუ-იორკის, ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. არის მსახიობ ერიკ რობერტსისა და კელი კანინგჰამის ქალიშვილი. ემას მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც ემა ახალშობილი იყო, იგი დედამისთან იზრდებოდა. ჰყავს ნახევარ და-ძმები, მამამისის ქორწინებიდან ელზა რობერტსი, დევიდ რეიფალი და ლილა გარეტი, ხოლო დედის ქორწინებიდან, ორი ნახევარ-და, გრეისი და კელი ნიკელსი, ნიკელსი მომღერალია. ემას დეიდები-ჯულია და ლიზა რობერტსი ასევე მსახიობები არიან. ემა, ბავშობაში ხშირად უყურებდა ფილმებს, რომელშიც დეიდა-ჯულია რობერტსი მონაწილეობდა, სწორედ დეიდა და მამა-ერიკი გახდა ემასთვის შთაგონების წყარო, რომ მამასა და დეიდას კინოინდუსტრიას გაჰყოლოდა. დედამის კელის, სურდა რომ ემას ნორმალური ბავშვობა ჰქონოდა.

მუსიკალური კარიერა

2005 წელს რობერტსმა მისი პირველი ალბომი შექმნა, სახელით „Unfabulous And More“, ალბომი, ამავე წლის 27 სექტემბერს გამოვიდა, ეს ალბომი სატელევიზიო სერიების „Unfabulous“-ის საუნდთრეკიც იყო. 2005 წლის სექტემბერში, ალბომის ორი სინგლი გამოვიდა: „I Wanna Be“ და „Dummy“. ორივე მათგანი შემდეგ მუსიკალურ ვიდეოდ გამოაქვეყნეს. ემამ ფილმ „აქვამარინის“ საუნდთრეკიც ჩაწერა, სწორედ ამ ფილმში მონაწილეობდა ემა, მთავარი როლით.

2007 წლის ინტერვიუზე ემამ თქვა: „სწორედ ახლა, მე ვკონცენტრირდები ფილმებზე, მე ვემზადები რომ მონაწილეობა მივიღო ახალ ფილმებში, ამ ზაფხულს, რომელზედაც, ჩემს ბევრ დროს ვხარჯავ.“

პირადი ცხოვრება

2007 წლიდან 2008 წლამდე რობერტსი სასიყვარულო ურთიერთობაში მსახიობ ალექს პეტიფერთან იყო. ამ ურთიერთობის დროს, მან რამდენიმე ტატუ გაიკეთა მაჯაზე.

2011 წლის სექტემბერში, მან სწავლა „სარა ლოვრენცის კოლეჯში“ დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა, რადგან მას სურდა ყურადღება სამსახურზე გაემახვილებინა.

2012 წელს მან ურთიერთობა მსახიობ ივან პიტერსთან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მათ, ფილმ „ზრდასრულ სამყაროში“ ერთად მოუხდათ მუშაობა. 2019 წლის მარტში ისინი დაშორდნენ. რობერტი ახლა ურთიერთობაშია, ამერიკელ მსახიობთან, გარეტ ჰედლანდთან.


რესურსები ინტერნეტში