ვახანის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17: ხაზი 17:


[[კატეგორია:ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:იმერეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]

10:31, 5 თებერვალი 2020-ის ვერსია

ვახანის ციხე X-XI საუკუნე

ვახანის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში.

ისტორია

ვახანის ციხე ისტორიული წყარობის მიხედვით X-XI საუკუნეების ძეგლია. ამ ციხეში ღამე გაუთენებია მეფე დავით აღმაშენებელს. ციხე და მისი მიმდებარე ადგილები აბაშიძეთა მფლობელობაში იყო. ვახანის ციხე XVI-XVIII სს. წარმოადგენდა ქართლისა და იმერეთის სამეფოებს შორის ერთ-ერთ ძირითად სასაზღვრო-სახმელეთო სტრატეგიულ პუნქტს. ვახანიდან ერთი გზა მიდიოდა ლიხზე გავლით ქართლისკენ, მეორე კი მესხეთისკენ რკინისჯვრის გავლით. 1711 წელს ვახუშტი აბაშიძის მიერ ქართლის მეფის ვასალობის აღიარების შემდეგ ვახანის ციხე და მისი მიდამოები ქართლის სამეფოს საზღვრებში შევიდა. XVIII ს-ში ვახანის ციხე ლეკ-ოსმალთა გაუთავებელ თავდასხმებს განიცდიდა. 1785 წლის შემოდგომაზე 20 000-იანი ლაშქრით შემოსულ ომარ-ხანს დიდი სისხლისღვრის შემდეგ ციხე აუღია. ამ ლაშქრობის შემდეგ ციხე აღარც აღუდგენიათ. 1804 წლის 25 აპრილს ვახანის ციხის მიდამოებში „ელაზნაურში“, მოხდა შეხვედრა კავკასიის მთავარრწმუნებულ პავლე ციციანოვსა და იმერეთის უკანასკნელი მეფეს სოლომონ II შორის იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის თაობაზე. მათ ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომელიც „ელაზნაურის შეთანხმების“ სახელწოდებით არის ცნობილი. ციხე საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ფუნქციონირებდა

არქიტექტურა

ციხე მდებარეობს ამავე სახელწოდების მთის მისადგომთან, მაღალ ბორცვზე. ვახანის ციხე კლდოვან კონცხზე დაშენებული, ზურგის მხრიდან შედარებით სწორი, ხოლო დანარჩენი მხარეებიდან ოვალური ტერიტორიის შემომფარგლავი სხვადასხვა ზომის, მრგვალბურჯებიანი, ძალიან მაღალი ზღუდით არის გარედან შემოფარგლული. ციხის ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ნანგრევებად ქცეული დარბაზული ეკლესიის ნაწილობრივ დაცულ ჩრდილოეთის კედელს კედლის თაღის ფრაგმენტები და ორსაფეხურიანი პილასტრი აქვს შემორჩენილი. ქვე, მიწაზე გდია კარის არქიტრავის ქვა ზედ ორმაგი ხაზის ამოღარვით გამოყვანილი ტიმპანისებრი თაღით, რომელშიც ჯვარია ამოკვეთილი. ციხის ნაგებობათაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავი და შედარებით უკეთ დაცული ზღუდეზე მიდგმული დიდი ზომის, გეგმით კვადრატული დონჟონი, მთავარი კოშკია, რომელსაც ციხის ეზოს შუა, სამხრეთის მხარე უკავია. კოშკის სწორკუთხა შესასვლელი მაღალი ჩაკირული სართულის ზემოთაა განთავსებული, მიუდგომელ სიმაღლეზე, სადაც ჩანს, მისადგმელი კიბით ხდებოდა ასვლა. უხეშად დამუშავებული, კუთხემოგლუვებული და ზედაპირამობურცული მოზრდილი კვადრების მჭიდრო წყობით ნაშენი მაღალი კედლები და განსაკუთრებით შემტკიცებული, შედარებით მსხვილი ქვებით ამოყვანილი კუთხეები ციხის ამგებ-დამგეგმავთა სამხედრო და სამშენებლო საქმეში დიდ დახელოვნებაზე მეტყველებს. ქვის ასეთივე წყობაა გამოყენებული ციხე-სიმაგრის ძირითად კედელ-ბურჯებზე, მხოლოდ ცალკეულ ნაწილებში შეინიშნება წვრილი და დაუმუშავებელი ფლეთილი ქვით შესრულებული შემდგომი აღდგენები, რაც ციხის ძირითადი სტრუქტურის ადრეულობაზე მიუთითებსს.

ლიტერატურა

  • ვეფხვაძე ი., ხარაგაული, ქუთაისი, 2002 წ., გვ. 144-146
  • ვეფხვაძე ი. ხარაგაული, ქუთაისი, -2010 წ., გვ.70
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, თბ., 1979. — გვ. 335.

რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16172