სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 86: ხაზი 86:


[[კატეგორია:ვანის მუნიციპალიტეტის სოფლები]]
[[კატეგორია:ვანის მუნიციპალიტეტის სოფლები]]
[[კატეგორია:იმერეთის მხარის კურორტები]]
[[კატეგორია:ვანის მუნიციპალიტეტის კურორტები]]

18:57, 22 იანვარი 2020-ის ვერსია

ეს სტატია კურორტისა და სოფლის შესახებაა. მდინარის შესახებ, იხილეთ სულორი (მდინარე); საფეხბურთო კლუბის შესახებ, იხილეთ სულორი ვანი (საფეხბურთო კლუბი); სხვა მნიშვნელობისთვის იხილეთ სულორი.
სოფელი
სულორი

ძველი კაფე კურორტის პარკში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი სულორი
კოორდინატები 42°01′28″ ჩ. გ. 42°34′16″ ა. გ. / 42.02444° ჩ. გ. 42.57111° ა. გ. / 42.02444; 42.57111
ადრეული სახელები დვალიშვილები
ცენტრის სიმაღლე 250
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 702[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)

სულორი (ყოფ. დვალიშვილების თემი) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 250 მეტრი. ვანიდან 11 კილომეტრი.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 702 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1125 526 599
2014[1] 702 355 347

ისტორია

სოფელი ისტორიულად შედიოდა დვალიშვილების თემში. თემი 1926 წლისთვის შედგებოდა სამი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 4306 ადამიანს, ხოლო ფართობი 123,4 კმ²-ს.[3] სოფელში დგას ისტორიული კოშკი — გორმაღალის ციხე.

კურორტი

სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორიაა. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 °C) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 °C). ნალექები 1600 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის სუსტი სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 °C), რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა და ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი