იოანე ჭყონდიდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up using AWB
ხაზი 4: ხაზი 4:
* ''ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 193, თბ., 1980
* ''ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 193, თბ., 1980


[[კატეგორია:ქართველი საეკლესიო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველი ეპისკოპოსები]]

08:45, 14 იანვარი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე ჭყონდიდელიჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი დაახლოებით 1060 — XII საუკუნის 10-იან წლებში. იხსენიება სვინგელოზის ტიტულით. XI საუკუნის 50-იან წლებში, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, თავის ძმასთან პეტრიკთან ერთად თან ახლდა ბაგრატ IV-ს და დედოფალ მარიამს კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომაქოსის (1042-1054) კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმიდელს და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოანეს და მის ძმას ათონში აღაპი დაუწესეს. 1059 წელს მან ბაგრატ IV-ის დავალებით ქ. ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი, რომლის ინიციატივით იოანე ჭყონდიდლად აკურთხეს. იოანე ჭყონდიდელი დაეხმარა გიორგი მთაწმინდელს საქართველოში დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში. 1065 და 1066-1067 ბაგრატ IV-ის ელჩი იყო ბიზანტიის იმპერატორის კარზე. ამ ელჩობის დროს იოანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცესმონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდლის ცხოვრება.

ლიტერატურა

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 5, გვ. 193, თბ., 1980