ზორან მილანოვიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ლიდერი | სახელი = ზორან მილანოვიჩი | სურათი= Z milanovic.jpg |...
(განსხვავება არ არის)

17:04, 10 იანვარი 2020-ის ვერსია

ზორან მილანოვიჩი
ზორან მილანოვიჩი
ხორვატიის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა19 თებერვალი, 2020
წინამორბედიკოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 დეკემბერი, 2011 – 22 იანვარი, 2016
პრეზიდენტიივო იოსიპოვიჩი
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი
წინამორბედიიადრანკა კოსორი
მემკვიდრეტიჰომირ ორეშკოვიჩი

დაბადებული30 ოქტომბერი, 1966 (1966-10-30) (57 წლის)
ზაგრები, ხორვატია
პოლიტიკური პარტიახორვატიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
მეუღლესანია მუსიჩ-მილანოვიჩი
შვილებიანტე, მარკო
განათლებაზაგრების უნივერსიტეტი
რელიგიაათეიზმი
ხელმოწერა

ზორან მილანოვიჩი (ხორ. Zoran Milanović; დ. 30 ოქტომბერი, 1966) — მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის ხორვატიელი პოლიტიკოსი. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2011 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 22 იანვრამდე. ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი.

ბიოგრაფია

ზორან მილანოვიჩი დაიბადა 1966 წლის 30 ოქტომბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში. დაასრულა ზაგრების უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სასწავლების დასრულების შემდეგ მუშაობდა ზაგრებში მოსამართლედ, ხოლო 1993 წლიდან ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ერთი წლის შემდეგ იგი ეუთოს ხაზით მუშაობდა მთიან ყარაბაღში. 1996 წელს გახდა ევროპის კავშირისა და ნატოს ხორვატიის მისიის მრჩეველი ბრიუსელში. იქვე დაასრულა ასპირანტურა. 1999 წელს დაუბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ამავე პერიოდში მილანოვიჩმა დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა. 1999 წელს გაწევრიანდა ხორვატიის კომუნისტთა კავშირის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. პარტიის 2000 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატოსთან თანამშრომლობას კურირებდა. სამი წლის შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის ტონინო პიცულის მრჩეველი. 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ხორვატიის დემოკრატიული თანამშრომლობის გამარჯვების შემდეგ მილანოვიჩი ტოვებს თანამდებობას.