ანჩისხატი (ხატი): განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
== ისტორია ==
[[ფაილი:Avgar poluchaet Nerukotvorny obraz.jpg|thumb|left|ავგაროზი იღებს ხელთუქმნელ ხატს თადეოზისგან. [[სინას მთა]], [[ენკაუსტიკა]], X საუკუნე.]]
[[იესო ქრისტე]]ს ქვეყნად ცხოვრების დროს, როდესაც მის მიერ ქმნილნი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდა მთელს ქვეყანას. იმ დროს საქართველოს მოსამზღვარე ქ. ედესის მთავარი ავგაროზი მძიმე ავადმყოფი იყო. ყველა გამოჩენილმა მკურნალებმა ხელი აიღო მის მორჩენაზე. მაშინ ავგაროზმა დაწერა წერილი და მოსამსახურეს გაატანა იესო ქრისტესთან. სადაც სწერდა თავის უკურნებელ სნეულებაზე და ეხვეწებოდა: - ”მოდი, მომარჩინე ამ სნეულებისაგან და ყოველსავე შენს ნებას ავასრულებო. გავიგე, რომ ურიები გემტერებიან, გდევნიან და გირჩევ, ჩემთან მოხვიდე, ჩემს სამეფოში უფრო მოსვენებით იცხოვრებო”. უფალმა უარი განუცხადა მასზედ ნაწინასწარმეტყველების აღსრულების გამო. მაშინ ავგაროზმა გადაწყვიტა რომ გაეგზავნა საუკეთესო მხატვარი ერუსალიმში რათა დაეხატა უფალი და მოეტანა მისი ხატი. მხატვარი ბევრს ეცადა მის ცინწინ მდგარი მარადიული [[ღმერთი]] ტილოზე გადაეტანა მაგრამ ვერ შესძლო. მაშინ უფალმა მიიფარა ტილო პირზე და სასწაულებრივად გამოსახა მისი სახე. გახარებული მხატვარი ავგაროზთან გამოეშურა [[თადეოზ მოციქული|მოციქულ თადეოზთან]] ერთად. გზად შებინდებისას ქალაქ იერაპოლში მეჭურჭლესთან გაჩერდნენ და ღამე ტილო თიხის კეცებს შორის მოათავსეს. შუაღამისას ამ ხატს სინათლის სვეტი დაადგა. ქალაქის გაოცებულმა გამგებელმა ნახა რა სასწაული სთხოვა ის თიხის კეცი დაეტოვა მათთვის რომელზეც სასწაულებრივად სახე იყო გადასული. შემდგომში ეს ხატი მივიწყებული ყველასაგან მიითვისეს მწვალებელმა ნესტორიანელებმა. ხოლო [[საქართველო]]ში [[იოანე ზედაზნელი]]ს წამობრძანებისას, [[ანტონ მარტყოფელი|ანტონ მარტმყოფელმა]] ეს ასლი თან გამოაპარა. ხოლო პირველი პირი რომელიც ავგაროზისთვის იყო განკუთვნილი მიაბრძანეს ქალაქ ედესში. გახარებული ავგაროზი ემთხვია ღმერის პირს და განიკურნა. განკურნებულმა ავგაროზმა მთელი მისი სახლეულობა თადეოზ მოციქულს მოანათლინა. ხოლო პირი ღვთის ხატი - ტილო დააკრა ფიცარზე და დიდის პატივით ქალაქის კარების თავზე დაასვენა, რათა ქალაქში შემსვლელ გამომსვლელთ ყველას თაყვანი ეცა და ედიდებინა ღმერთი. ასე ესვენა ეს ხატი აქ ორასი წელიწადი. ავგაროზის მემკვიდრემ ქრისტიანების დევნა დიწყო, ამიტომ ედესიის ეპისკოპოსის რჩევით პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ დაკრძალეს ქალაქის კედელში, და წინ დიდი სანთლის კელაპტარი დაუნთეს და ამოაშენეს აგურებით. თითქმის ოთხასი წელიწადი დარჩა ხატი ასე დაფარული. 539 წ. სპარსეთის მეფე ხოსრო შემოიჭრა ქალაქ ედესში. ამ გაჭირვების დროს ედესიის ეპისკოპოსმა სიზმრში ნახა ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. მაშინ დიდის ლოცვა-ვედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულთ მოქმედი ხატი. ამის შემდეგ არ გასულა ასი წელიწადი, რომ ედესის მიდამოები არაბებმა დაიპყრეს და პირი ღვთის ხატი დიდის ლიტანიობით ედესიდან კონსტანტინეპოლში წმიდა სოფიოს ტაძარში დაასვენეს. VIII-IX საუკ. საბერძნეთის ზოგიერთი იმპერატორის დროს გამეფდა [[ხატმებრძოლეობა]]. იმპერატორის მოხელენი დადიოდნენ და სჩხრეკდნენ საყდრებს და სახლებს, სადაც კი ნახავდნენ ხატს, ამტვრევდნენ, ჩეხავდნენ, სწვავდნენ ცეცხლში, აგლეჯდნენ ძვირფას ქვებს. ამიტომ ყველა მალავდა წმიდა ხატებსა მიუდგომელ ადგილს, ზოგი ზღვაში აგდებდა ხატებსა ღვთის ინაბარად. აი, ამ დროს პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს [[კაპადოკია|კაბადოკიის]] [[ანჩის მონასტერი|ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში]], [[ჭოროხი]]ს ხეობაში. ამის შემდეგ, რაკი [[საბერძნეთი]] დაიპყრეს [[ოსმალო]]ებმა და მოესივნენ საქართველოს, ყველა საეკლესიო სიწმინდენი ნელ-ნელა გადმოიტანეს [[ქართლი]]საკენ. ხატი ესვენა [[ახალციხე]]ში, [[გორი|გორში]] და ჭალაში, ამილახვრის იოთამის სახლში. აქ ყოფნის დროს სახსოვრად დღემდე კარგად დაცულია მშვენიერი წარწერა ღვთის-მოყვარე გივი ამილახვრისა:
{{ციტირება|ჵ სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო, და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყაფარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არ ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეფობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობისა მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ ([[1686]] წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს.}}
 
52

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ