საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42: ხაზი 42:
== იხილეთ აგრეთვე ==
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი]]
* [[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი]]
* [[საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი (აფხაზეთი)]]
* [[საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი (აფხაზეთი)|საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი (აფხაზეთი, 1991)]]


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

11:58, 26 დეკემბერი 2019-ის ვერსია

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.

რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“[1]

რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

შედეგი

გადაწყვეტილება ხმების რაოდენობა %
მომხრე 3 295 493 99,08
წინააღმდეგი 16 917 0,51
ბათილად ცნობილი ხმები 13 690 0,41
ჯამში 3 326 100 100
რეგისტრირებული ამომრჩევლები/აქტივობა 3 334 286 90,57
წყარო: https://www.sudd.ch/event.php?lang=en&id=ge011991

ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3,672,403 რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 334. 286, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,79%; კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,57%-ს; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის „დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08%-ს; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, „არა” მომხრეთა რიცხვი – 16. 917, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51%-ს. ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა – 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა; კენჭისყრაში – 61,23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას – 1,42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.

გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიაში შეიყვანა გუდაუთის რაიონის ყველა ამომრჩეველი, ვინც კი რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. სიაში შეიყვანეს 2931 ამომრჩეველი, გაიცა 2931 ბიულეტენი, რომელთაგან 1 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 2928 ამომრჩეველმა, უარყოფილი - ორმა.

ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ამიტომ ტყვარჩელის ამომრჩევლებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში ქ. ოჩამჩირის წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, სადაც მისული ამომრჩევლები შეიტანეს ცალკე სიაში და კენჭისყრისთვის გამოყენებული იყო ცალკე ყუთი. სიაში შეიყვანეს 1017 ამომრჩეველი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 1016-მა ამომრჩეველმა. უარყოფითი მხოლოდ ერთმა.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224.788. რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96,64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97,67%-მა. უარყოფითად – 1,42%-მა.

ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს ეროვნული არქივი. ფონდი 1165, აღწერა 8, საქმე 2934, გვ. 322-323