ვიკიპედია:წყაროს მითითება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52: ხაზი 52:
* დავიცვათ აკადემიური ნაშრომის სტილი (თურაბიანი 2007, 46)
* დავიცვათ აკადემიური ნაშრომის სტილი (თურაბიანი 2007, 46)


====მეორეული წყაროების მაგალითები====
*მეორეული წყაროები
*მეორეული წყაროები
** სტატიები
** სტატიები

19:13, 23 დეკემბერი 2019-ის ვერსია

თარგი:სახელმძღვანელო*

ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. სტატიებში შეძლებისდაგვარად მითითებული უნდა იყოს ეს წყაროები. ნებისმიერი მასალის მართებულობა წყაროს მითითების გარეშე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და წაიშალოს. იდეალში, წყარო უნდა იყოს მითითებული თითოეული წინადადების ბოლოს, მაგრამ ამგვარი იდეალიზაციის შემთხვევაში ვიკიპედიის შინაარსის აღქმა ძალზედ რთული იქნება. აქედან გამომდინარე, არსებობს კომპრომისი, რომ წყარო სტატიის ყოველი აბზაცის ბოლოს უნდა არსებობდეს.

მაგრამ, ისმის კითხვა — როგორ ჩავსვა წყარო სტატიაში. მიუხედავად თავდაპირველი სირთულისა, რომელზეც ხშირად ვიკიპედიის ახალი რედაქტორები საუბრობენ, წყაროს ჩასმა ძალზედ მარტივია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რედაქტირების პანელის უკეთ გაცნობა.

  • ზემოთ მოყვანილი პანელის განხილვაზე არ შევჩერდები და ყურადღებას მხოლოდ მე-6 ხატულაზე გავამახვილებ.
ფაილი:Paneli qartuli vikis2.png
  • რედაქტირებისას ამ ხატულაზე დაჭერისას იხსნება ახალი ფანჯარა,
  • რომელშიც სპეციალური ველია. ამ ველში ჩაწერეთ თქვენი წყარო. მაგ. „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
  • შემდეგ დააჭირეთ ჩასმა ღილაკს და ისიამოვნეთ რეზულტატით :)

თუ აქამდე წაიკითხეთ, გილოცავთ, წყაროს ჩასმა უპრობლემოდ შეგიძლიათ — იყო რაიმე სირთულე? ;)

წყაროების კლასიფიკაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის (ავტორები: თინათინ ქავთარაძე, ნათია ქასრაშვილი, ნათია საღინაძე, სალომე პატარიძე და თინათინ საბაური) შემდეგნაირად ახასიათებს პირველად, მეორეულ და მესამეხარისხოვან წყაროებს:

4.3. პირველადი, მეორეული და მესამეხარისხოვანი წყაროები

პირველადი წყაროები - ყველა საკვლევი საგანი არის პირველადი წყარო. პირველადი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები გამოიყენება კვლევაში ვარაუდის გასამყარებლად. პირველადი წყაროების გამოყენება ვიკიპედიაში არ არის მიზანშეწონილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოწვეულია გამოუვალი აუცილებლობით.

პირველადი წყაროები

    • დედანი ნაწარმოებები:
      • ლიტერატურული ტექსტები
      • ვიზუალური კულტურის ობიექტები / სახვითი
      • ხელოვნების ნიმუშები
      • ფილმები, სცენარები
      • მუსიკალური ნაწარმოებები, აუდიო-ჩანაწერები
      • ქანდაკება
    • საგნები:
      • მონეტები
      • ინსტრუმენტები
      • ტანსაცმელი
    • მონაცემები:
      • სტატისტიკა
      • ინტერვიუ
      • ექსპერიმენტი
      • სიტყვით გამოსვლა
      • გამოკითხვის შედეგები

მეორეული წყაროები

მეორეული წყაროები - კრიტიკული სამეცნიერო ტექსტები, რომლებიც პირველადი წყაროების შესწავლას ემსახურება და ძირითადად მკვლევრებს ეკუთვნის, მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერებებში - სტატია ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლაზე აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტებისათვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ; ისტორიაში - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ანალიზი.

მეორეული წყაროები გვეხმარებიან:

  • შევაგროვოთ ცოდნა საკვლევი საკითხის შესახებ
  • გავეცნოთ განსხვავებულ შეხედულებებს საკვლევი საგნის შესახებ
  • ავირჩიოთ პირველად წყაროებზე დაკვირვების, ინტერპრეტაციის მიმართულება
  • დავიცვათ აკადემიური ნაშრომის სტილი (თურაბიანი 2007, 46)

მეორეული წყაროების მაგალითები

  • მეორეული წყაროები
    • სტატიები
    • წიგნები
    • თემატური ენციკლოპედიები და ლექსიკონები
    • დისერტაციები და მონოგრაფიები

NB ნუ გადმოიტანთ მეორეულ წყაროში დედანი ტექსტიდან დამოწმებულ ციტატს თქვენს ნაშრომში ისე, თითქოს იგი თავად გქონდეთ პირველწყაროდან მოძიებული!

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია პირველად და მეორეულ წყაროთა დახარისხება დარგების მიხედვით. ამ ინფორმაციის გააზრება დაეხმარება დამწყებ მკვლევრებს ციტირებისა და კვლევის ჰიპოთეზის/საკვლევი კითხვების დასაბუთების პროცესში

იხილეთ აგრეთვე

თუ თვლით, რომ ცოდნის გაღრმავება გჭირდებათ, შეგიძლიათ შემდეგ გვერდებს გაეცნოთ: