ალექსანდრე (ოქროპირიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:
| წოდება = ეპისკოპოსი
| წოდება = ეპისკოპოსი
| სურათი = Alexander Roinashvili. Alexandre Oqropiridze and Leonide Oqropiridze. 1890.jpg
| სურათი = Alexander Roinashvili. Alexandre Oqropiridze and Leonide Oqropiridze. 1890.jpg
| წარწერა =წმინდა მღვდელმთავარი ალესანდრე ოქროპირიძე და მისი ძმისშვილი ეპისკოპოსი [[ლეონიდე ოქროპირიძე]], 1890-იანი წლები, <small>[[ალექსანდრე როინაშვილი]]ს ფოტო</small>
| წარწერა =წმინდა მღვდელმთავარი ალესანდრე ოქროპირიძე და მისი ძმისშვილი ეპისკოპოსი [[ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)|ლეონიდე ოქროპირიძე]], 1890-იანი წლები, <small>[[ალექსანდრე როინაშვილი]]ს ფოტო</small>
<!----------მსახურება---------->
<!----------მსახურება---------->
| პროვინცია =
| პროვინცია =

06:58, 2 დეკემბერი 2019-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქროპირიძე.
ალექსანდრე
ეპისკოპოსი

წმინდა მღვდელმთავარი ალესანდრე ოქროპირიძე და მისი ძმისშვილი ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე, 1890-იანი წლები, ალექსანდრე როინაშვილის ფოტო
ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
თანამდებობიდან წასვლა 1903
პირადი მონაცემები
საერო სახელი ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე
დაბადების თარიღი 1824
დაბადების ადგილი დისევი, გორის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 1907
დასაფლავების ადგილი შიომღვიმე
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
ალმა-მატერი ყაზანის სასულიერო აკადემია.

ეპისკოპოსი ალექსანდრე (ერისკაცობაში — ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე; დ. 1824, სოფ. დისევი (ახლანდელი ერედვის მუნიციპალიტეტი) — გ. 9 ნოემბერი, 1907, შიომღვიმის მონასტერი) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, 1850 წელს, დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნებული, ჯერ იყო მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შემდეგ — აფხაზეთის არქიმანდრიტი, 1862–1869 — აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869–1882 და 1886–1898 წლებში — გორის ეპისკოპოსი, ქართლ-კახეთის ეპარქიის ქორეპისკოპოსი, 1882–1885 — გურიის ეპისკოპოსი, 1898–1903 — გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. იღვწოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. დასვა საკითხი საქართველოს სასულიერო სკოლებში ქართული ენის სავალდებულო საგნად შემოღების შესახებ. 1903 გადააყენეს თანამდებობიდან.

ალექსანდრემ საკუთარი სახსრებით დააბეჭდვინა რამდენიმე ქართული საერო და საეკლესიო ძეგლი, შეაგროვებინა და გამოაცემინა ხალხში გაბნეული ქართული საგალობლები. 90-იან წლებში შეაკეთა და განაახლა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: შიომღვიმე, ზედაზენი, ჯვარი და დავითგარეჯა. დიდძალი ფული შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და საეკლესიო მუზეუმს, ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები. დასაფლავებულია შიომღვიმის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

ლიტერატურა

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1982 წლის“, გვ. 163-167
  • ზაქარია ჭიჭინაძე, „გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად სამდღვდელო ალექსანდრე“, ტფილისი, 1903;
  • [Епископ Кирион], Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата за ХIХ столетие, Тфл., 1901 (კრიპტონიმი:: Е. К.);