გიორგი (შალამბერიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19: ხაზი 19:
| ვებ გვერდი =
| ვებ გვერდი =
}}
}}
'''მიტროპოლიტი გიორგი''' (ერისკაცობაში — '''გური პორფილეს ძე შალამბერიძე'''; დ. [[25 თებერვალი]], [[1940]], [[ფერსათი (ბაღდათის მუნიციპალიტეტი)|ფერსათი]], [[ბაღდათის რაიონი]]) — [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] მღვდელმთავარი, [[ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია|ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის]] [[მიტროპოლიტი]]. ანგელოზის დღე — [[6 მაისი]] <small>[ძვ. სტ. 4 მარტი]</small> და [[23 ნოემბერი]] ([[წმინდა გიორგი]]ს ხსენება); კათედრა თერჯოლაში, რეზიდენცია ტყიბულსა და თერჯოლაში.

==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

11:11, 8 ნოემბერი 2019-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეუფე გიორგი.
გიორგი
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტი

მეუფე გიორგი
პროვინცია იმერეთი
ეპარქია თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 2000
პირადი მონაცემები
საერო სახელი გური შალამბერიძე
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1940
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მიტროპოლიტი გიორგი (ერისკაცობაში — გური პორფილეს ძე შალამბერიძე; დ. 25 თებერვალი, 1940, ფერსათი, ბაღდათის რაიონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტი. ანგელოზის დღე — 6 მაისი [ძვ. სტ. 4 მარტი] და 23 ნოემბერი (წმინდა გიორგის ხსენება); კათედრა თერჯოლაში, რეზიდენცია ტყიბულსა და თერჯოლაში.

ბიოგრაფია

მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში გური კორფილეს ძე შალამბერიძე, დაიბადა 1940 წლის 25 თებერვალს ბაღდადის რაიონ სოფელ ფერსათში. საშუალო სკოლა დაამთავრა ფერსათში, შემდეგ თავისი ძმის – ცნობილი სასულიერო პირის ვიქტორ შალამბერიძის – რჩევითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით 1963-1971 წლებში სწავლა განაგრძო ლენინგრადის (პეტერბურგი) სასულიერო სემინარიაში, იმავე წლის 23 ნოემბერს ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგად. 1971–1974 ღვთისმსახურებას აღავლენდა თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში, 1974–1978 – ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში. იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების აქტიური მონაწილე, მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრეს – ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას. 1978 წლის 16 მარტს დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. მოღვაწეობდა სვეტიცხოვლის ტაძარში. 1980–1988 წლებშ იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი. 1988 წლის 14 ოქტომბრის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გახდა ჭყონდიდის ეპისკოპოსი. 1994 წლის 21 დეკემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსობა, 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტობა. 2007 წლის 25 დეკემბრიდან დადგენილ იქნა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მმართველად.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში