მაფალდა სავოიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = მაფალდა სავოიელი |სურათი = D. Mafalda de...
 
No edit summary
 
ხაზი 49: ხაზი 49:
[[კატეგორია:დაბადებული 1157]]
[[კატეგორია:დაბადებული 1157]]
[[კატეგორია:პორტუგალიის დედოფლები]]
[[კატეგორია:პორტუგალიის დედოფლები]]
[[კატეგორია:სავოიელთა დინასტია]]

უკანასკნელი რედაქცია 17:42, 31 ოქტომბერი 2019-ის მდგომარეობით

მაფალდა სავოიელი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: ივნისი, 1146
მმართ. დასასრული: 4 ნოემბერი, 1157
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: დულკა არაგონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1125
დაბ. ადგილი: სავოია, იტალია
გარდ. თარიღი: 4 ნოემბერი, 1157, (31-32 წლის)
გარდ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
მეუღლე: აფონსუ I, პორტუგალიის მეფე
შვილები: მაფალდა
ურაკა, ლეონის დედოფალი
სანშუ I, პორტუგალიის მეფე
ტერეზა, ფლანდრიის გრაფინია
დინასტია: სავოიური
მამა: ამადეო III, სავოიის გრაფი
დედა: მაუტ დ'ალბონი
რელიგია: კათოლიციზმი

მაფალდა სავოიელი (იტალ. Mafalda di Savoia, პორტ. Mafalda de Saboia; დ. 1125 — გ. 4 ნოემბერი, 1157) — პორტუგალიის პირველი დედოფალი 1146-57 წლებში როგორც აფონსუ I-ის მეუღლე. პორტუგალიის მეფე სანშუ I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაფალდა დაიბადა 1125 წელს სავოიაში. იგი იყო სავოიის გრაფ ამადეო III-ისა და მისი ცოლის, მაუტ დ'ალბონის მეორე ქალიშვილი.

მამამისი, გრაფი ამადეო თავისი მმართველობის გამყარებას სავოიასა და მორიენში ქალიშვილების სარფიანად გათხოვებით ცდილობდა. სწორედ ამიტომ, 1146 წლის ივნისში მაფალდა დააქორწინეს პორტუგალიის მეფე აფონსუ I-ზე, რითაც იგი პორტუგალიის ისტორიაში პირველი დედოფალი გახდა. მისი ქმარი, რეკონკისტაში აქტიურად იყო ჩაბმული და ერთ-ერთ მთავარ მებრძოლადაც ითვლებოდა.

დედოფალ მაფალდას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. იგი გარდაიცვალა 1157 წლის 4 ნოემბერს, კოიმბრაში. მისი ქმარი ამ ამბიდან ოც წელიწადში გარდაიცვალა. ისინი ერთად განისვენებენ პორტუგალიის წმინდა ჯვრის სახელობის საკათედრო ტაძარში, კოიმბრაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენრიკე (1147-1155), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ურაკა (1148-1211), ცოლად გაჰყვა ლეონის მეფე ფერდინანდ II-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ალფონსო IX;
  3. ტერეზა (1151-1218), ცოლად გაჰყვა ფლანდრიის გრაფ ფილიპე I-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბურგუნდიის ჰერცოგ ოდო III-ზე იქორწინა;
  4. მაფალდა (1153-1162), იგეგმებოდა მისი გათხოვება არაგონის მეფე ალფონსო II-ზე, თუმცა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა;
  5. სანშუ I (1154-1211), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო დულკა არაგონელი, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი, თუმცა ასევე ჰყავდა ცხრა უკანონო შვილი;
  6. ჟუანი (1156-1164), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. სანჩა (1157-1166), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arco y Garay, Ricardo del (1954). Sepulcros de la Casa Real de Castilla. Madrid: Instituto Jerónimo Zurita. Consejo Superior de Investigaciones Científicas. OCLC 11366237.
  • Caetano de Souza, Antonio (1735). Historia Genealógica de la Real Casa Portuguesa (PDF) (in Portuguese). Vol. I. Lisbon: Lisboa Occidental, na oficina de Joseph Antonio da Sylva. ISBN 978-84-8109-908-9.
  • La Friganiére, Frederico Francisco de (1859). Memorias da rainhas de Portugal (in Portuguese). Lisbon: Typographia Universal. OCLC 680459800.
  • Mattoso, José (2014). D. Afonso Henriques (in Portuguese). Lisbon: Temas e Debates. ISBN 978-972-759-911-0.
  • Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.