იოანე (გამრეკელი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13: ხაზი 13:
| საცხოვრებელი ადგილი = თბილისი, ნუცუბიძის ქ.N193
| საცხოვრებელი ადგილი = თბილისი, ნუცუბიძის ქ.N193
}}
}}
'''მეუფე იოანე''' (დ. [[28 ოქტომბერი]], [[1946]], [[თბილისი]]) — [[რუსთავის ეპარქია|რუსთავის ეპარქიის]] მიტროპოლიტი. [[საქართველოს საპატრიარქო|საქართველოს საპატრიარქოს]] წმინდა მეფე [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე.
'''მიტროპოლიტი იოანე''' (ერისკაცობაში — '''გიორგი ვახტანგის ძე გამრეკელი'''; დ. [[28 ოქტომბერი]], [[1946]], [[თბილისი]]) — [[რუსთავის ეპარქია|რუსთავის ეპარქიის]] მიტროპოლიტი. [[საქართველოს საპატრიარქო|საქართველოს საპატრიარქოს]] წმინდა მეფე [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე.


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

16:09, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

იოანე
რუსთველი მიტროპოლიტი

მეუფე იოანე
ეპარქია რუსთავის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
საერო სახელი გურამ გამრეკელი
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1946
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა
საცხოვრებელი ადგილი თბილისი, ნუცუბიძის ქ.N193

მიტროპოლიტი იოანე (ერისკაცობაში — გიორგი ვახტანგის ძე გამრეკელი; დ. 28 ოქტომბერი, 1946, თბილისი) — რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია

მიტროპოლიტი იოანე დაიბადა 1946 წლის 28 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, ცნობილი მეცნიერ-ისტორიკოსის ოჯახში.

დედა – ეკატერინე ვილგელმის ასული კერბსი – თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის გერმანული ენის პედაგოგი.

მამა - ვახტანგ ნიზოლოზის ძე გარეკელი - ისტორიის პროფესორი.

1964 წელს გურამ გამრეკელი აბარებს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, 1966 წლიდან სწავლას განაგრძობს ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1970 წელს ასრულებს ძებნა-ძების სპეციალიზაციით. მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე.

1983 წლიდან იგი სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანია.

1985-1988 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1987 წელს აკურთხეს დიაკვნად.

1988 წლიდან მსახურობდა ანჩისხატის ეკლესიაში.

1989 წლის იანვრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში.

ბიოგრაფია

მიტროპოლიტი იოანე დაიბადა 1946 წლის 28 ოქტომბერს თბილისში.

1989 წლის 8 თებერვალს დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერად და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში მოუხდა რექტორობა მამა გიორგის, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, პერმანენტული საპროტესტო აქციები ქმნიდა იმის საშიშროებას, რომ სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩაშლილიყო სასწავლო პროცესი, მაგრამ მამა გიორგიმ სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მოახერხა სასწავლო პროცესის შენარჩუნება. მამა გიორგიმ უწმიდეს¬სა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ¬ქთან ერთად მთავრობის სასახლესთან გაატარა 1989 წლის 9 აპრილს დილა, როდესაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა მოაწყვეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა რბევა და ხოცვა-ჟლეტა.

1993 წლის 19 ივლისიდან პროტოპრესვიტერი გიორგი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით განთავისუფლდა აკადემიის რექტორობიდან და დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარედ. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში დაფუძნდა არაერთი მართლმადიდებელი სასწავლებელი, გიმნაზია, სასულიერო სკოლა, გარდა ამისა, საერო უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნა რელიგიათმცოდნეობის კათედრები, რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტები. ასეთ დიდ საქმეს თან სდევდა ამ სფეროში გაუცნობიერებელ ადამიანთა მიერ ახალი სახელმძღვანელოებისა და პროგრამების შედგენა, რომელთა უმრავლესობა შორს იყო მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან. საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა მამა გიორგის ხელმძღვანელობით უდიდესი სამუშაო შეასრულა, რათა სასულიერო პროფილის სასწავლებლებში ქრისტიანული სწავლება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ დოგმებზე ყოფილიყო დაფუძნებული. პროტოპრესვიტერი გიორგი პრინციპული, პატრიოტი და მიუკერძოებელი პიროვნებაა. მან სავსებით სამართლიანად, არ გაიზიარა განათლების სფეროში მიმდინარე ის რეფორმები, რომელიც 2004 წლიდან ტარდება საქართველოში და რომელმაც საქართველოს განათლება დაიყვანა ინფორმაციულ მომსახურე პერსონალის მომზადების დონემდე, გამოაცალა მას ეროვნული და კლასიკური საფუძვლები…

1995 წელს პროტოპრესვიტერი გიორგი არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. მამა გიორგი ხელმძღვანელობს წმიდა წერილის ქართულ ენაზე მთარგმნელთა ჯგუფს. ჟურნალ “რწმენა და ცოდნას.” კითხულობს ლექციებს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2005 წლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.

2007 წლის 21 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.

2008 წლის 27 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა ცურტავის ეპისკოპოსად.

2008 წლის 11 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იოანე. 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ შესრულდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა.

2009 წლის 1 ნოემბრიდან ეპისკოპოსი იოანე გადაყვანილ იქნა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველად.

2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად.

2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.

2013 წლიდან რუსთველი მიტროპოლიტი

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო