ელგუჯა ხინთიბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34: ხაზი 34:
7. ახალი კონცეფცია ქართველთა სახელწოდებების ეტიმოლოგიის შესახებ<ref>"ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია". თბ. [[1998]], თბილისის უნივ. გამომც., (ქართულ და ინგლისურ ენებზე, 160 გვ.).</ref><ref>"ფილოსოფია შუა საუკუნეების საქართველოში": ''Archiv für mittelalterliche Philosophie und Kultur, IX,'' [[სოფია]] [[2003]], გვ. 239-251 (ბულგარულად).</ref>;
7. ახალი კონცეფცია ქართველთა სახელწოდებების ეტიმოლოგიის შესახებ<ref>"ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია". თბ. [[1998]], თბილისის უნივ. გამომც., (ქართულ და ინგლისურ ენებზე, 160 გვ.).</ref><ref>"ფილოსოფია შუა საუკუნეების საქართველოში": ''Archiv für mittelalterliche Philosophie und Kultur, IX,'' [[სოფია]] [[2003]], გვ. 239-251 (ბულგარულად).</ref>;


8. ქართველ მეცნიერთათვის უცნობი XIII საუკუნის სირიული ჰიმნი თბილისის აოხრების შესახებ.
8. ქართველ მეცნიერთათვის უცნობი XIII საუკუნის სირიული ჰიმნი თბილისის აოხრების შესახებ<ref>XIII საუკუნის უცნობი სირიული ჰიმნი თბილისის შესახებ (ქართულად, ინგლისურად, სირიულად), ჟურნალი "ქართველოლოგი", #19, თბილისი 2013</ref>.


9. ირანის მთავარსარდალი ალავერდი ხანი უნდილაძის უცნობი სიტყვა შაჰ-აბასის კარზე (ტექსტის გამოქვეყნება).
9. ირანის მთავარსარდალი ალავერდი ხანი უნდილაძის უცნობი სიტყვა შაჰ-აბასის კარზე (ტექსტის გამოქვეყნება)<ref>ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე. ჟურნალი "ქართველოლოგი", #18, თბილისი 2012</ref>.


==''ვეფხისტყაოსნის'' საკითხები==
==''ვეფხისტყაოსნის'' საკითხები==

10:45, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია

ელგუჯა ხინთიბიძე
დაბ. თარიღი 7 ივნისი, 1937(1937-06-07) (86 წლის)
დაბ. ადგილი ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფილოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ელგუჯა ხინთიბიძე (დ. 7 ივნისი, 1937) — ქართველი ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2012). შუა საუკუნეების ფილოსოფიური კვლევების საერთაშორისო საზოგადოების[1] ნამდვილი წევრი. ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს საპატიო წევრი.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასევე ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი.

სხვადასხვა დროს იყო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი (1976-1986); თსუ პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში (1986-1993); თსუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე (2000-2006).

ჟურნალ „ლიტერატურათმცოდნეობის“ რედაქტორი (1976-2004). საერთაშორისო ჟურნალ „გეორგიკის“ რედკოლეგიის წევრი (1978 წლიდან). საერთაშორისო ორენოვანი (ინგლისური, ქართული) ყოველწლიური ჟურნალის „ქართველოლოგის“[2] დამაარსებელი და რედაქტორი (1993 წლიდან დღემდე). "ქართველოლოგიური სკოლის ცენტრისა" და "ქართველოლოგიური სკოლის ფონდის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1992 წლიდან დღემდე). საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა-სემინარის დამაარსებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი (1995 წლიდან დღემდე). ქართველოლოგიური საერთაშორისო სიმპოზიუმების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. ბიზანტინისტთა და მედიევისტთა (SIEPM) საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმების მონაწილე, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო გამოკვლევისა და მონოგრაფიის ავტორი.

დაჯილდოებულია ღირსების საერთაშორისო ორდენით (IOM) მითითებით “ქართველოლოგიის სამსახურისათვის” (კემბრიჯი, 1994); საქართველოს ღირსების ორდენით (თბილისი, 2003); ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო პრემიით (თბილისი, 1984). არის ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებული (თბილისი, 2016). მისი ბიოგრაფია შეტანილია ამერიკის ბიოგრაფების ინსტიტუტის გამოცემებში: მსოფლიოს ხუთი ათასი პიროვნება (Five Thousand Personalities of the World) (1994); მსოფლიოს ცნობილ ლიდერთა ცნობარი (The International Dictionary of Distinguished Leadership) (1994) და საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის (დიდი ბრიტანეთი) კრებულებში: ვინ ვინაა ინტელექტუალთა შორის (1995/96) (International Who's Who of Intellectuals); ღირსების საერთაშორისო ორდენი (The International Order of Merit) (1998); მეოცე საუკუნის გამოჩენილი მეცნიერები (Outstanding Scholars of the 20th Century) (2000); საერთაშორისო ბიოგრაფიათა ლექსიკონი (Dictionary of Intellectual Biography) (2010, 2013).

იკვლევს შუასაუკუნეების ქართულ ლიტერატურასა და ქართულ-ბიზანტიურ ლიტერატურულ ურთიერთობებს. ასევე მუშაობს რუსთველოლოგიისა და წყაროთმცოდნეობის მიმართულებით.

ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის მიმართულებით მნიშვნელოვანია ე. ხინთიბიძის მიერ ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების პროცესის მეცნიერული გააზრება და ცალკეული პრობლემების გამოვლენა: ა) კაბადოკიელთა, კერძოდ, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის ქართველური წარმომავლობის შესახებ თეორიის ჩამოყალიბება [3][4][5][6]; ბ) ბიზანტიური რომანის „ვარლაამ და იოასაფის“ ექვთიმე ათონელის ავტორობის თეორიის ახალი არგუმენტებით მტკიცება [7][8]; გ) „ვარლაამ და იოასაფის“ ქართული და ბერძნული ტექსტების ურთიერთმიმართების შესწავლა, 1976 წ.[9]; დ) ბერძნული „ვარლაამ და იოასაფის“ შექმნის X საუკუნის დასასრულით დათარიღება[10] და სხვა.

წყაროთმცოდნეობის მიმართულებით აღსანიშნავია საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით გამოვლენილი შემდეგი სიახლეები:

1. ესპანეთის საარქივო მასალებში ე. ხინთიბიძის მიერ მიგნებულია ქართული მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი XV ს-ის წერილი გამოგზავნილი ესპანელი მონარქების იზაბელისა და ფერდინანდის მიერ ქართველი მეფის კონსტანტინე II-ის წერილის პასუხად; უძველესი ევროპული დოკუმენტი გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ; ქართლის მეფის სიმონ პირველის წერილთან დაკავშირებული უცნობი მასალა ესპანეთის სამეფო კარზე [11][12];

2. ბრიტანეთის მუზეუმში ათონის ორი დაკარგული (XI ს-ის) ქართული ხელნაწერის ფრაგმენტების აღმოჩენა, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, წარმოადგენს გიორგი ათონელის ავტოგრაფს[13][14];

3. ათონის ქართული წიგნებისა და ხელნაწერების საცავში უცნობი ხელნაწერების გამოვლენა[15];

4. „გიორგი ათონელის ცხოვრების“ ერთი მონაკვეთის XIII საუკუნეში შესრულებული ქართული მეცნიერებისათვის უცნობი ბერძნული და ლათინური თარგმანის გამოვლენა [16][17][18][19];

5. XVI ს-ის დამლევს შაჰ-აბას I-ის სამეფო კარზე წარმოთქმული ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვის XVII ს-ის ინგლისში დაბეჭილი ჩანაწერის გამოვლენა და გამოქვეყნება[20];

6. საქართველოს შესახებ XV ს-ის დასაწყისის ესპანელი მოგზაურის რუი გონსალეს კლავიხოს ქართული მეცნიერებისათვის უცნობი ჩანაწერების თარგმნა და გამოქვეყნება[21];

7. ახალი კონცეფცია ქართველთა სახელწოდებების ეტიმოლოგიის შესახებ[22][23];

8. ქართველ მეცნიერთათვის უცნობი XIII საუკუნის სირიული ჰიმნი თბილისის აოხრების შესახებ[24].

9. ირანის მთავარსარდალი ალავერდი ხანი უნდილაძის უცნობი სიტყვა შაჰ-აბასის კარზე (ტექსტის გამოქვეყნება)[25].

ვეფხისტყაოსნის საკითხები

ე. ხინთიბიძის მიერ ვეფხისტყაოსანი შესწავლილია ცალკეული მხატვრული სახეების, ფილოსოფიურ–თეოლოგიური ტერმინების და უზენაესი არსების სახელების ინტერპრეტირების სახით. ამგვარი ინტერპრეტირებისა და რუსთველოლოგიური სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე ყალიბდება მანამდე არსებულთაგან განსხვავებული კონცეფცია რუსთაველის მსოფლმხედველობისა და, საზოგადოდ, ამ მსოფლმხედველობის ადგილის შესახებ შუასაუკუნეების საზოგადოებრივ–ლიტერატურული აზრის განვითარების პროცესში.

ამგვარი კვლევა მოიცავს შემდეგ ძირითად სფეროებს: თეოლოგიური, ფილოსოფიური, ეთიკური, ასტროლოგიური. საგანგებო ინტერპრეტაციის საგანია ვეფხისტყაოსნის უზენაესი არსების სახელები: როგორიცაა ერთარსება ერთი, მზიანი ღამე, უჟამო ჟამი და სხვა[26]. საგანგებოდაა შესწავლილი სქოლასტიკური ტერმინები: ავთანდილი – ლხინი და ნივთი და ვალი.[27]

გამოვლენილია ანტიკური ფილოსოფიური ნაკადი ვეფხისტყაოსანში, კერძოდ: რუსთველის მიერ სულის გვიანდელ შუასაუკუნეებში პოპულარული არისტოტელური დეფინიციის მოხმობა; მეგობრობის კონცეფციის მიმართება ასევე არისტოტელესეულ მოძღვრებასთან; "ვეფხისტყაოსანში" ჩაქსოვილი საუკეთესო საშუალის ანტიკური კონცეფცია; მანკიერების რუსთველისეული გააზრების მიმართება პლატონის თვალსაზრისთან[28].

პიროვნების სრულქმნილების ამაღლების თვალსაზრისის პლატონური კვალი რუსთველის პოემაში და სხვ. ვეფხისტყაოსანში გამოვლენილია ანტიკური მითოლოგიის ელემენტები: დემონი, ეროსი. მეცნიერის მიერ განხილულია ვეფხისტყაოსნის ეთიკური კონცეფცია შუასაუკუნეებში პოპულარული ანტიკური მოძღვრებისა და ქრისტიანული მორალის ძირითად პრინციპებთან მიმართებით (ცალკეული პასაჟები: სასიძოს მოკვლის გადაწყვეტის სცენა, თათბირი ქაჯეთის ციხესთან, სიუხვის, მამაცობის კატეგორიები ვეფხისტყაოსანში და სხვა)[29].

საგანგებო კვლევები ეძღვნება ადამიანის კონცეფციას ვეფხისტყაოსანში[30]. მეგობრობა, როგორც სიყვარული[31]; ავტორის მიერ ჩამოყალიბებულია ვეფხისტყაოსნის სიყვარულის ახლებური გააზრება: პოემისეული სიყვარული ერთმანეთისგან მკვეთრად არ მიჯნავს ღვთაებრივ და ადამიანურ სიყვარულს: სიყვარული ერთია, იგი ღვთაებრივი ემოციაა, მისი გამოვლენის მხოლოდ ამქვეყნიურ ადამიანთა შორის არსებულ ფორმა შეიძლება გახდეს მხატვრული ასახვის საგანი. ამ გააზრებით, იგი მეგობრობასაც მოიცავს. ეს კონცეფცია რუსთველის პროლოგისეული თეორიული მსჯელობის მიხედვით ახალი აღთქმის სიყვარულის ინტერპრეტაციისაგან იღებს სათავეს და იმ ტიპისაა, რაც უფრო მოგვიანებით ევროპულ სინამდვილეში დანტესთან და პეტრარკასთან გამოვლინდება (მხოლოდ სხვა გზით) ღვთაებრივი სიყვარულის ადამიანურ ურთიერთობაში მოაზრების ფორმით[32].

მეცნიერის მიერ გამოვლენილია ვეფხისტყაოსანში მოაზრებული კოსმოლოგიური მოდელი: ღმერთი - > ზეციური ძალები - > ადამიანური სამყარო[33]. ამ მოდელის დასაბუთება ჩანს სპეციფიკურ ნარკვევებში: ვეფხისტყაოსნის კრონოსი, ოტარიდი, მთვარის მოვანება.[34]

ე. ხინთიბიძის მტკიცებით, ვეფხისტყაოსნის მსოფლმხედველობა გვიანდელი შუასაუკუნეების საზოგადოებრივ მსოფლშეგრძნებაში რენესანსული იდეების შემოტანაა, რომელთაგან განსაკუთრებით ღირესებულია აქცენტის გადატანა, ემფაზა ადამიანზე. ნდობის გამოცხადება ადამიანური ლოგიკის, ანალიტიკური აზროვნებისადმი. ამ კონცეფციის თვალსაზრისით რუსთველის მსოფლმხედველობა შუასაუკუნეებრივისა და რენესანსულის იმგვარი ჰარმონიაა, რომლის დონეზეც არ ჩანს შუასაუკუნეობრივის უარყოფა, მასში ჩანს შუასაუკუნეობრივის შევსება ახლით – რენესანსულით. მეცნიერის დასკვნით, ამქვეყნიური რეალობის ფასეულობაში დარწმუნება, ადამიანური სამყაროს სილამაზის ჭეშმარიტი შემეცნება, ადამიანური გონების, ინტელექტისადმი ნდობის გამოცხადება რუსთველის შემოქმედებაში უშუალოდ ერწყმის ტრადიციულ ქრისტიანულ იდეალს - სულის უკვდავების, კეთილი და მოწყალე შემოქმედის მარადიულობისა და სიკვდილის შემდეგ ამ უსასრულო ღვთაებასთან შერწყმის რწმენას. ესეც რენესანსული იდეების პირველი აფეთქების თავისებურებაა. ამგვარი დარწმუნება ორმაგ - ადამიანურ და ღვთაებრივ - იდეალში შინაგანი სიდიადისა და სიმშვიდის ღრმა განცდით უნდა ყოფილიყო გარემოცული. ეს მსოფლმხედველობითი თავისებურებაც უნდა განაპირობებდეს იმ დიდ პოეტურობას, რასაც ვეფხისტყაოსანი დღემდე ინარჩუნებს. ეს ეტაპი ქრისტიანული აზროვნების პროცესში ევროპული ლიტერატურული და ქრისტოლოგიური მემეკვიდრეობის დონეზე გამოვლენილი ჩანს XIII-XIV საუკუნიდან. რუსთველთან იგი საფუძველს ქრისტიანული თეოლოგიიდან იღებს, თეორიულად საბუთდება თავისებური, სპეციფიკური გზით და მხატვრულ სისტემაშია მოაზრებული.

ე. ხინთიბიძის დასკვნით, „ვეფხისტყაოსანი მისი თანამედროვე და უშუალოდ მომდევნო თუ წინამორბედი დიდი ლიტერატურული ქმნილებებიდან ერთ–ერთი პირველთაგანია, რომელიც ყველაზე მეტი გააზრებითა და თანმიმდევრობით გამოკვეთს ახალ მსოფლშეგრძნებას – შუასაუკუნეების ტრანსცენდენტურ მსოფლმხედველობაში მოაზრებულ რომანტიკული შეფერილობის რეალისტურ ხედვას. რუსთველი ჩვენი თანამედროვე ეპოქისეული აზროვნების ახალგაზრდობაა. იგი, ცხოვრებისეულ სილამაზეს, სიძლიერეს და უმაღლეს სულიერ–ემოციურ იდეალებს მინდობილი, ოცნებობს ადამიანის ბედნიერებაზე და ამ ბედნიერებას, საუკუნო სასუფეველთან ერთად, სიკეთის ამქვეყნიურ ზეიმში და ადამიანის მიერ ადამიანის სიყვარულში ხედავს“. [35]

აქვე მოგვყავს ის პასაჟი, რომლითაც მთავრდება პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფია - „ვეფხისტყაოსნის იდეურ – მსოფლმხედველობითი სამყარო": „გვიანდელი შუასაუკუნეების დიდ ინტელექტუალთა სწრაფვა ღვთაებრივი ჰარმონიის ამქვეყნიურ სინამდვილეში დამკვიდრებისაკენ შემდგომ საუკუნეებში ამქვეყნიური მატერიალური კეთილდღეობის ძებნის პრიმატით განვითარდა, რაც თანდათანობით შუასაუკუნეობრივი რწმენის პოსტულატების შერყევამდე მივიდა. ახალმა ეპოქამ ადამიანის ზნეობრივ–ფიზიკური სრულქმნილების და სახელის ძიების რენესანსულ იდეალებზეც ადვილად აიღო ხელი და მათ ადგილზე ფულის, სიმდიდრის დაგროვების და ხორციელი ტკბობის კერპები განათავსა. თითქოს ტოტალურად ირყევა კაცობრიობის მიერ ათასწლოვანი ისტორიით მოპოვებული ზნეობრივი ფუნდამენტებიც: არა კაც კლა, არა ისიძვო, არა ცილი სწამო... ახალ ნიუანსს და ინტონაციას იძენს ბიბლიური ფორმულა: საიდან მოსულხარ და სად მიდიხარ?!

გავა დიდი დრო და დადგება ხანგრძლივი პროცესი ადამიანთა სწრაფვისა რწმენის, იმედის და სიყვარულის ღვთაებრივი ორიენტირების დასაბრუნებლად. რასაც თავიდან მოჰყვება სურვილი ღვთაებრივი სიყვარულის ამქვეყნიურ ურთიერთობებში მოპოვებისა“.(გვ. 787).

მკვლევარის მიერ გამოვლენილია, რომ რუსთაველის აზროვნება არა მხოლოდ თვისობრივ პარალელს პოულობს ევროპულ საზოგადოებრივი ლიტერატურული აზრის განვითარებაში (ტრუბადურები დანტე, პეტრარკა), არამედ, როგორც ჩანს, ვეფხისტყაოსანის კვალი უშუალოდ ჩანს ევროპის უმაღლეს მახტვრულ გამოვლინებებში. ე. ხინთიბიძის აღმოჩენით ვეფხისტყსაოსნის სიუჟეტი გამოყნებულია მე-17 საუკუნის დასაწყისის ინგლისის დრამატურგთა – უილიამ შექსპირის, ფრენსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მიერ[36]. ვეფხისტყსაოსნის სიუჟეტის გადამუშავებითაა შექმნილი ინგლისის სამეფო დასის მე-17 საუკუნეში პოპულარული პიესები : შექსპირის „ციმბელინი“, ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი და მეფე და არა მეფე [37] გამოვლენილია ის სავარაუდო გზაც, რომლითაც უნდა შეღწეულიყო რუსთველის დიდი შემოქმედება შექსპირის ეპოქის ინგლისის მაღალ ინტელექტუალთა წრემდე XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე: სპარსეთის სამეფო კარზე დაწინაურებულ წარმოშობით ქართველ დიდმოხელეთა (კერძოდ, ალავერდი ხანი უნდლაძე) და შაჰ-აბასის ქრისტიან ქართველ ცოლთა თანამშრომლობა ინგლისის ინტელექტუალთა დიდ დელეგაციასთან.[38].

შრომები

ძირითადი მონოგრაფიები:

  • Medieval Georgian Romance The Man in a Panther-Skin and Shakespeare’s Late Plays”. Adolf M. Hakkert-Publisher, Amsterdam, 2018
  • ვეფხისტყაოსანი შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში. "საჩინო", თბილისი, 2016.
  • რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და ევროპული ლიტერატურა, ლონდონი, 2011 / Rustaveli's The Man in the Panther Skin and European Literature, London, Bennett and Bloom", 2011
  • ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო. თბილისი, ქართველოლოგი, 2009 / The World View of Rustaveli's Vepkhistqaosani (The Man in the Panther's Skin), Tbilisi, 2009
  • ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში. თბ. 2008, “ქართველოლოგი”. (ქართულ და ინგლისურ ენებზე) / The Man in Panther-skin in England in the Age of Shakespeare, Tbilisi, 2008
  • ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში. ამსტერდამი, 2001; (ინგლისურად); (ქართულად -თბილისი, 2003წ.) / Georgian Literature in European Scholarship. Amsterdam, 2001
  • ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია. თბ. 1998, თსუ გამომც. (ქართულ და ინგლისურ ენებზე); / The Designation of the Georgians and their Etymology, Tbilisi, Tbilisi University Press, 1998
  • შუასაუკუნეობრივი და რენესანსული ვეფხისტყაოსანში. თბ. 1993, თბილ. უნივ. გამომც. / Medieval and Renaissance Trends in Rustaveli's Vepkhistqaosani (The Man in the Panther's Skin), Tbilisi, 1993
  • ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის. (ქართული გამოცემა, თბილისი, 1983წ.); (რუსული გამოცემა, თბ. 1991წ. ინგლისური გამოცემა - ამსტერდამი 1996წ.) / On the History of Georgian-Byzantine Literary Contacts.
  • ვარლაამ და იოასაფის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა მიმართებისათვის. პარიზი, 1976, (ინგლისურად). / Concerning the Relationship of the Georgian and Greek Versions of Barlaam and Ioasaph (English ed. Paris 1976)
  • მსოფლმხედველობითი პრობლემები ვეფხისტყაოსანში. თბ. 1975, თბილისის უნივერსიტეტის გამომც., / Probleme der Weltanschauung im Epos Der Mann im Pantherfell von Schota Rustweli, Tbilisi, 1975.
  • ბასილი კაპადოკიელის სამოღვაწეო წიგნის ქართული რედაქციები. თბ. 1968, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. / Probleme Georgiennes De L'asceticon De Basile Le Cappadocien, Tbilisi, 1968

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Prof. Dr. Elguja Khintibidze
  2. „ქართველოლოგი“
  3. "ერთი კომენტარი ექვთიმე ათონელის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ": ჟურნალი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, XXXI:1, თბ. 1963 (0,5 თაბ. რეზ. რუს.)
  4. "ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები". თბ. 1989, თსუ გამომცემლობა. (რუსულად, 355 გვ.)
  5. "ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები". თბ. 1989, თსუ გამომც. ამსტერდამი 1996, Adolf Hakkert-Pablishher (ინგლისურად, 345 გვ.).
  6. "ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის". თბ. 1982, თსუ გამომც., 450 გვ. გვ. 262-372
  7. "ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის". თბ. 1982, თსუ გამომც., 450 გვ. გვ. 262-372
  8. "ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები". თბ. 1989, თსუ გამომც. ამსტერდამი 1996, Adolf Hakkert-Pablishher (ინგლისურად, 345 გვ.). გვ. 192-291
  9. “ვარლაამ და იოასაფის” ქართულ და ბერძნულ რედაქციათა მიმართებისათვის". პარიზი 1976, Supplément au Revue de kartvélologie, ვ.31. (ინგლისურად, 36 გვ.)
  10. "XI საუკუნის ორი უცნობი ქართული ხელნაწერის ფრაგმენტები ბერძნულ კოდექსში": Orientalia Christiana Periodica, ტ. 64, II, რომი 1998, გვ. 409-417 (ინგლ.)
  11. "სიმონ ქართლის მეფის წერილები ესპანეთში": ჟურნ. ცისკარი, #6, თბ. 1986 (1 თაბ.);
  12. "ბიზანტიური ლიტერატურა შუასაუკუნეების ქართულ თარგმანებში და სომხურ-ქართული ლიტერატურული კონტაქტები": კრებ. საერთაშორისო კონფ. შუასაუკუნეების სომხური ლიტერატურის შესახებ — Международная конференция по армянской средневековой литературе, ერევანი 1986 (თეზ. რუს. და ინგლ.)
  13. "ქართული ფენომენის ყველაზე დიდი გამოხატულება და ევროპული ცივლიზაციის პროცესი": კრებული ჩვენ-ქართველნი, თბ. 1999
  14. "ქართული ლიტერატურის ზოგადი შტრიხები ინგლისელი ქართველოლოგის თვალით": ჟურნალი გეორგიკა, #22, (გერმანია) 1999, გვ. 112-120 (გერმ.)
  15. "ქართულ-ბერძნულ-ლათინური ლიტერატურული კონტაქტების ერთი მაგალითი XII საუკუნის ლათინურ კოლექციაში": ჟურნალი Христианский восток, 3(IX), სანკტ-პეტერბურგი, მოსკოვი 2002, გვ. 420-431 (ინგლ.)
  16. "ახალი თეორია ქართველთა სახელწოდებების ეტიმოლოგიის შესახებ": კრებ: ფილოლოგია, ტიპოლოგია და ენის სტრუქტურა, Philology, Typology and Language Structure, ბერლინი-ვენა 2002, Lang, გვ. 65-70 (ინგლ.)
  17. "ქართული ფენომენის ყველაზე დიდი გამოხატულება და ევროპული ცივლიზაციის პროცესი": კრებული ჩვენ-ქართველნი, თბ. 1999
  18. "ქართული ლიტერატურათმცოდნეობა": კრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ. 1998 (თანაავტორი: ლ. მენაბდე)
  19. "ქართული აგიოგრაფიული ტექსტის XIII საუკუნის ბერძნული და ლათინური თარგმანები": კრებ. ფილოსოფიურ-ისტორიული ძიებანი (აკად. თ. ყაუხჩიშვილისადმი მიძღვნილი), თბ. 1999
  20. ჟურნალი ქართველოლოგი, #18, 2012 წ.
  21. ,,ვეფხისტყაოსნის” მხატვრული სტრუქტურა და რუსთველოლოგიის ძირითადი ტექსტოლოგიური პრობლემები": სამეცნიერო კრებული ალექსანდრე ბარამიძე-100, თბ. 2002
  22. "ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია". თბ. 1998, თბილისის უნივ. გამომც., (ქართულ და ინგლისურ ენებზე, 160 გვ.).
  23. "ფილოსოფია შუა საუკუნეების საქართველოში": Archiv für mittelalterliche Philosophie und Kultur, IX, სოფია 2003, გვ. 239-251 (ბულგარულად).
  24. XIII საუკუნის უცნობი სირიული ჰიმნი თბილისის შესახებ (ქართულად, ინგლისურად, სირიულად), ჟურნალი "ქართველოლოგი", #19, თბილისი 2013
  25. ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე. ჟურნალი "ქართველოლოგი", #18, თბილისი 2012
  26. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009
  27. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009
  28. ,,პლატონისგან სწავლა-თქმული” და მისი მსოფლმხედველობითი დატვირთვა": ლიტერატურული ძიებანი, XXVI, თბ. 2005
  29. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, გვ. 361-497
  30. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, გვ. 497-657
  31. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის" სიყვარული". თბ. 2005, “ქართველოლოგი”,
  32. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის სიყვარული". თბ. 2005, “ქართველოლოგი”,
  33. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, “ქართველოლოგი”. გვ. 115-209
  34. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, “ქართველოლოგი”.
  35. ე. ხინთიბიძე „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ–მსოფლმხედველობითი სამყარო", თბილისი, 2009წ. „ქართველოლოგი“ გვ. 786
  36. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსანი" შექსპირის ეპოქის ინგლისში". თბილისი 2008
  37. "ვეფხისტყაოსანი" - შექსპირის ლიტერატურული წყარო", ჟურნ. ქართველოლოგი, #19, #20.
  38. "რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები", ჟურნ. ქართველოლოგი #16. თბილისი 2011წ.