ამალია ლოიხტენბერგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
== ქორწინება ==
[[ფაილი:Anônimo - D. Amélia, duquesa de Bragança.JPG|მარცხნივ|მინი|322x322პქ|პრინცესა ამალია]]
1826 წლის დეკემბერში გარდაიცვალა ბრაზილიის იმპერატორ [[პედრუ I]]-ის მეუღლე, იმპერატრიცა [[მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი]]. მისი დაკრძალვის შემდეგ, იმპერატორმა მარკიზი დე ბარბასენა ევროპაში გააგზავნა, რათა მისთვის მეორე ცოლი ეპოვნა. მისი დავალება მარტივი არ იყო, რადგან ამოცანის შესრულებას რამოდენიმერამდენიმე ფაქტორი ართულებდა. პედრუ იყო უმაღლესი წარმომავლობის მქონე, სათნო, სიმპათიური და დახვეწილი მამაკაცი, მაგრამ ევროპაში მასზე საშინელი ჭორები დადიოდა. ამ ჭორების საფუძველს ქმნიდა მისი გახმაურებული რომანი მარკიზა დე სანტოსთან, რომელსაც ხალხი უკვე დაქვრივებული იმპერატორის ახალ მეუღლეს უწოდებდა. მეორე დაბრკოლება ის იყო, რომ პედრუს სიმამრმა, ავსტრიის იმპერატორმა [[ფრანც II |ფრანც II]]-მ გააპროტესტა მისი მეორე ქორწინების იდეა და ყველანაირად ცდილობდა არ დაეშვა ეს ფაქტი. ფრანცი შიშობდა, რომ მეორე ცოლთან გაჩენილი ბავშვები მისი შვილიშვილების კონკურენტები გახდებოდნენ, რაც ნამდვილად არ სურდა.
[[ფაილი:DpedroI-brasil-full.jpg|მინი|326x326პქ|იმპერატორი პედრუ I]]
ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო, მარკიზ დე ბარბასენას ევროპის რვა პრინცესამ განუცხადა მკაცრი უარი. ამის გამო მარკიზი თავად შეხვდა ფრანც II-ს და განუცხადა, რომ მეორე ცოლთან გაჩენილი შვილები არ იქნებოდნენ მემკვიდრეები და რომ პედრუს მხოლოდ „კეთილი და სათნო მეუღლე“ სურდა. ამის შემდეგ ბრაზილიელთა სამიზნე ამალია გახდა, რომელიც გარდა ბონაპარტებისა, ვიტელსბახების უძველესი ბავარიული საგვარეულოს შთამომავალიც იყო, მაგრამ მამამისი დევნილი მონარქი იყო, რომელიც სიმამრმა შეიფარა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ამალიას ერთადერთი „ნაკლი“, სხვა მხრივ კი იგი მაღალი და გამხდარი იყო, ჰქონდა გრძელი თმა და ძალიან ლამაზი, პროპორციული სახე. მას ლურჯი თვალები და ოქროსფერ-ყავისფერი თმა ჰქონდა. მისი სილამაზის გადასამოწმებლად იმპერატორმა მარკიზი დე რეზენდე გააგზავნა, რომელმაც პედრუსთან გაგზავნილ წერილში საოცრად აქო და ადიდა ამალია. გარდა გარეგნობისა, ამალია იყო მეტად დახვეწილი მანერების მქონე და მგრძნობიარე გოგონა. როგორც წყაროები იუწყებიან, იგი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული პრინცესა იყო მთელ გერმანიაში.

სანავიგაციო მენიუ