სულთმოფენობა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''სულიწმიდის მოფენა''', ''სულთმოფენა'', [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] საუფლო დღესასწაული, იმართება [[ქრისტე]]ს [[აღდგომა|აღდგომის]] 50-ე დღეს. [[სახარება|სახარების]] თანახმად, [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმიდა ცეცხლის ენებად გადმოსულა და მოციქულებს შესძენიათ უნარი ქრისტიანობა ექადაგათ სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ხალხში, მოეხდინათ [[სასწაული|სასწაულები]] და სხვა.
 
== აღწერა ==
{{ვიკი}}[[ფაილი:Icon-Pentecost.jpg|thumb|სულთმოფენობის [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] [[ხატი]]. ქვედა ნაწილზე გამოსახულია [[ალეგორია|ალეგორიული]] ფიგურა, სახელად [[კოსმოსი (ფილოსოფია)|კოსმოსი]], რაც სიმბოლურად გამოხატავს [[სამყარო]]ს.]]
[[ამაღლება (დღესასწაული)|ამაღლების]] შემდეგ [[ქრისტეს მოციქულები|მოწაფეები]] [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის - [[სულიწმიდი]]ს - მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც [[აღდგომა|აღდგომიდან]] ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე [[ებრაელები|ებრაელებთან]] შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი [[იესო ქრისტე|ქრისტეს]] 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. [[პეტრე მოციქული]]ს პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე [[თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული|თორმეტთაგანია]], [[აღდგომა|აღდგომიდან]] ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს [[ქრისტიანობა|ქრისტიანები]] ასევე პირველად ამბობენ [[სულიწმიდა|სულიწმიდის]] მოწვევის ლოცვას „მეუფეო ზეცათაო“....
 
იგულისხმება, რომ [[სულიწმიდა|სულიწმიდის]] მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.
==ლიტერატურა==
{{ქსე|9|601|ლომინაძე ბ.}}
 
{{ესკიზი-რელიგია}}

სანავიგაციო მენიუ