ასფარა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 66: ხაზი 66:
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}


[[კატეგორია:საქართველოს ნასოფლარები]]
[[კატეგორია:ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ნასოფლარები]]

18:29, 23 აგვისტო 2019-ის ვერსია

სოფელი
ასფარა
სომხ. Ասփարա
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ტამბოვკა
კოორდინატები 41°27′06″ ჩ. გ. 43°46′47″ ა. გ. / 41.45167° ჩ. გ. 43.77972° ა. გ. / 41.45167; 43.77972
ადრეული სახელები ასპანა
ცენტრის სიმაღლე 2080
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
ასფარა — საქართველო
ასფარა
ასფარა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ასფარა
ასფარა — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ასფარა

ასფარა[2] — ნასოფლარი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. ნინოწმინდიდან დაშორებულია 40 კმ-ით.

ისტორია

სოფლის თავდაპირველი სახელია ასპანა. ასფარა მისი ახალი ფორმაა. ასპანასთან არის დაკავშირებული გეოგრაფიული სახელი ასპანაური, ასევე მესხეთში გავრცელებული გვარი ასპანიძე. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა. შედიოდა ტამბოვკის სასოფლო საბჭოში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 107 კაცი.[3] 2014 წლის მონაცემებით სოფელი დაცლილია.

ღირსშესანიშნაობანი

ტბის სიახლოვეს თითქმის მიწასთან გასწორებული ტაძრის კედელიღაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, თავის დროზე საკმაოდ დიდი ნაგებობა ყოფილა, რომელსაც შემოვლებული ჰქონია გალავანი. სოფელთან მდებარეობს ციხესიმაგრე „ქოროღლის“ ნანგრევები, დათარიღებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით.

ლიტერატურა

  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.

სქოლიო

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. , თბ.. — გვ. სსრ.
  3. http://pop-stat.mashkeorg/georgia-census.htm