ამალია ლოიხტენბერგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 19 აგვისტო}}{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = ამალია ლოიხტენბერგელი
|სურათი = Amelie of Leuchtenberg empress of Brazil.jpg
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
}}
'''ამალია ლოიხტენბერგელი''' ({{lang-pt|Amélie de Leuchtenberg}}; დ. [[31 ივლისი]], [[1812]] — გ. [[26 იანვარი]], [[1873]]) — ბოარნეს დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის იმპერატრიცა [[ჟოზეფინ ბოარნე|ჟოზეფინ დე ბოარნეს]] შვილიშვილი. ბრაზილიის იმპერატრიცა 1829-1831 წლებში როგორც [[პედრუ I (ბრაზილია)|პედრუ I]]-ის მეორე ცოლი.
 
== ოჯახი, ბავშვობა და ახალგაზრდობა ==
[[ფაილი:D. Amélia de Leuchtenberg (1829) - Friedrich Wilhelm Spohr.png|მარცხნივ|მინი|პრინცესა ამალია ბავშვობაში]]
ამალია დაიბადა 1812 წლის 31 ივლისს მილანში, იტალიაში. იგი იყო გენერალ ევგენი ბოარნესა და მისი ცოლის, ავგუსტა ბავარიელის მეოთხე შვილი. მამამისი იყო საფრანგეთის იმპერატორ [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონ ბონაპარტის]] პირველი ცოლის, იმპერატრიცა [[ჟოზეფინ ბოარნე|ჟოზეფინ ბოარნესა]] და მისი პირველი ქმრის, ვიკონტ ალექსანდრ დე ბოარნეს ვაჟი. მას შემდეგ, რაც ჟოზეფინა ნაპოლეონს გაჰყვა ცოლად, იმპერატორმა თავისი გერი იტალიის ვიცე-მეფედ დანიშნა. რაც შეეხება ამალიას დედას, იგი ბავარიის მეფე [[მაქსიმილიან I (ბავარია)|მაქსიმილიან I იოზეფისა]] და დედოფალ ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი იყო. ამალიას დედმამიშვილებიდან აღსანიშნავია შვედეთის დედოფალი [[ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი|ჟოზეფინ დე ბოარნე]], შვედეთის მეფე [[ოსკარ I]]-ის მეუღლე და ლოიხტენბერგის ჰერცოგი [[ავგუსტინ დე ბოარნე]], პორტუგალიის დედოფალ [[მარია II (პორტუგალია)|მარია II]]-ის მეუღლე. ამალია აგრეთვე იყო საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის დეიდაშვილი, ვინაიდან დეიდამისი, [[ჰორტენზია ბოარნე]] იყო ნიდერლანდების დედოფალი და [[ნაპოლეონ III]]-ის დედა.
 
მას შემდეგ, რაც 1814 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი დაამხეს, ჩატარდა ვენის კონგრესი, რომელმაც ევროპაში ძველი საზღვრები აღადგინა. ამავე კონგრესზე ამალიას მამას, ევგენი ბოარნეს უბოძეს ლოიხტენბერგის ჰერცოგობა. ლოიხტენბერგი იყო პატარა საჰერცოგო ჩრდილო ბავარიაში. სწორედ ამ დროს გადაწყდა ამალიას გათხოვება ბრაზილიის იმპერატორზე, რათა ბოარნეებს თავიანთი ძველი სტატუსი აღედგინათ.
== ქორწინება ==
[[ფაილი:Anônimo - D. Amélia, duquesa de Bragança.JPG|მარცხნივ|მინი|322x322პქ|პრინცესა ამალია]]
1826 წლის დეკემბერში გარდაიცვალა ბრაზილიის იმპერატორ [[პედრუ I]]-ის მეუღლე, იმპერატრიცა [[მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი]]. მისი დაკრძალვის შემდეგ, იმპერატორმა მარკიზი დე ბარბასენა ევროპაში გააგზავნა, რათა მისთვის მეორე ცოლი ეპოვნა. მისი დავალება მარტივი არ იყო, რადგან ამოცანის შესრულებას რამოდენიმე ფაქტორი ართულებდა. პედრუ იყო უმაღლესი წარმომავლობის მქონე, სათნო, სიმპათიური და დახვეწილი მამაკაცი, მაგრამ ევროპაში მასზე საშინელი ჭორები დადიოდა. ამ ჭორების საფუძველს ქმნიდა მისი გახმაურებული რომანი მარკიზა დე სანტოსთან, რომელსაც ხალხი უკვე დაქვრივებული იმპერატორის ახალ მეუღლეს უწოდებდა. მეორე დაბრკოლება ის იყო, რომ პედრუს სიმამრმა, ავსტრიის იმპერატორმა [[ფრანც II |ფრანც II]]-მ გააპროტესტა მისი მეორე ქორწინების იდეა და ყველანაირად ცდილობდა არ დაეშვა ეს ფაქტი. ფრანცი შიშობდა, რომ მეორე ცოლთან გაჩენილი ბავშვები მისი შვილიშვილების კონკურენტები გახდებოდნენ, რაც ნამდვილად არ სურდა.
[[ფაილი:DpedroI-brasil-full.jpg|მინი|326x326პქ|იმპერატორი პედრუ I]]
ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო, მარკიზ დე ბარბასენას ევროპის რვა პრინცესამ განუცხადა მკაცრი უარი. ამის გამო მარკიზი თავად შეხვდა ფრანც II-ს და განუცხადა, რომ მეორე ცოლთან გაჩენილი შვილები არ იქნებოდნენ მემკვიდრეები და რომ პედრუს მხოლოდ „კეთილი და სათნო მეუღლე“ სურდა. ამის შემდეგ ბრაზილიელთა სამიზნე ამალია გახდა, რომელიც გარდა ბონაპარტებისა, ვიტელსბახების უძველესი ბავარიული საგვარეულოს შთამომავალიც იყო, მაგრამ მამამისი დევნილი მონარქი იყო, რომელიც სიმამრმა შეიფარა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ამალიას ერთადერთი „ნაკლი“, სხვა მხრივ კი იგი მაღალი და გამხდარი იყო, ჰქონდა გრძელი თმა და ძალიან ლამაზი, პროპორციული სახე. მას ლურჯი თვალები და ოქროსფერ-ყავისფერი თმა ჰქონდა. მისი სილამაზის გადასამოწმებლად იმპერატორმა მარკიზი დე რეზენდე გააგზავნა, რომელმაც პედრუსთან გაგზავნილ წერილში საოცრად აქო და ადიდა ამალია. გარდა გარეგნობისა, ამალია იყო მეტად დახვეწილი მანერების მქონე და მგრძნობიარე გოგონა. როგორც წყაროები იუწყებიან, იგი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული პრინცესა იყო მთელ გერმანიაში.
== ბრაზილიაში ჩასვლა და იმპერატრიცა ==
[[ფაილი:Second marriage of S.M.I. D. Pedro I.jpg|მარცხნივ|მინი|346x346პქ|პედრუ I-ისა და ამალია ლოიხტენბერგელის ქორწინება]]
მარიონეტული ქორწინების შემდეგ, ამალიამ დატოვა ბავარია და ბელგიაში ჩავიდა, სადაც ოსტენდედან 1829 წლის 15 ოქტომბერს რიო-დე-ჟანეიროსაკენ გაცურა. ოკეანის გადაცურვამ უფრო მეტი დრო წაიღო, ვიდრე დაგეგმილი იყო. ბრაზილიური თქმულების თანახმად, რიო-დე-ჟანეიროს პორტში პედრუ I დიდი ინტერესით ელოდა თავის მომავალ მეუღლეს და როგორც კი მისი გემი გამოჩნდა მაშინვე ჭოკრიტი ითხოვა და გემბანზე იხილა თავისი მომავალი ცოლი. პედრუს დიდ ანტურაჟში შედიოდა მისი უფროსი ქალიშვილიც, პორტუგალიის დედოფალი [[მარია II (პორტუგალია)|მარია II]]. მოგვიანებით, პედრუმ ბარბასენას მარიას პორტუგალიაში მშვიდობიანად ჩაყვანა დაავალა. ამალიას მცირე ამალაში მხოლოდ მისი ძმა, პრინცი ავგუსტინი და ორი ბავარიელი ჰერცოგი შედიოდნენ. პედრუსა და ამალიას შეხვედრიდან მალევე, ახალი დედინაცვალი პედრუს პირველი ქორწინებიდან შეძენილმა შვილებმა წაიყვანეს სასახლეში და მასთან ერთად ისადილეს.
 
ბრაზილიაში ჩასვლიდან მეორე დღეს, ძლიერი წვიმის ფონზე ამალია ზეიმით შევიდა დედაქალაქში. ამ დროს იგი პედრუსთან ერთად გაემგზავრა რიოს საიმპერატორო კათედრალში, რათა ქორწინებაზე კურთხევა მიეღოთ. ამალიას სილამაზით ყველა გაოცებული დარჩა. მას დიდი თეთრი კაბა ამშვენებდა, რომელსაც ფრანგი დიზაინერების მიერ მოქსოვილი ვერცხლის ნაქარგობები ეკეთა. მათი ჯვრისწერის შემდეგ ქალაქში საოცარი ფოიერვერკი და უზარმაზარი ბანკეტი დაიწყო.
საიმპერატორო კარზე შესვლისთანავე, ადგილობრივმა ქალბატონებმა ამალია პროტოკოლის მკაცრ დარღვევაში დაადანაშაულეს, რადგან იგი მხოლოდ ფრანგულად საუბრობდა, კარის ოფიციალური ენა კი პორტუგალიური იყო. იმპერატრიცა ცდილობდა ქვეყანაში განეახლებინა მოდა და სამზარეულო. მან მთლიანად შეცვალა საიმპერატორო სასახლე, ჭურჭელი და შეიტანა საიმპერატორო კარზე ქცევის ახალი ნორმები. ყოველივე ამაში მან ნაწილობრივ წარმატებას მაინც მიაღწია, რადგან იმპერატორი და იმპერატრიცა ყოველთვის იმდენად ელეგანტურად და მოხდენილად იყვნენ ჩაცმულები, რომ ამან გადატრიალება მოახდინა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.
 
განსხვავებით პედრუს პირველი ქორწინებისან, მათი ქორწინება ბედნიერი იყო. ამალიას კარგი ურთიერთობა ჰქონდა გერებთანაც. ქორწინების პირველსავე დღეებში, თავისი კეთილშობილებისა და გონიერიების დახმარებით მან მალევე მოიგო ქმრისა და გერების გული. მათ კარგი ოჯახური გარემო ჰქონდათ და იგი ზრუნავდა გერების განათლებაზე. იგი პირადად ხელმძღვანელობდა პრინცების განათლების პროცესს. როგორც ცნობილია, პრინცი პედრუ (შემდგომში იმპერატორი პედრუ II) მას დედასაც კი ეძახდა. ამალია ყოველთვის გამოხატავდა პატარა პედრუსადმი სიყვარულს და სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა მასთან მიმოწერა. მოგვიანებით, 1871 წელს, [[პედრუ II]]-მ თავისი ქალიშვილების ქორწინების საკითხში დახმარება სწორედ ამალიას სთხოვა.
 
ამალია კარგ გავლენას ახდენდა ქმრის იმიჯზე. მიუხედავად ხანმოკლე ქორწინებისა, ამალია და პედრუ დიდი ენთუზიაზმით მართავდნენ ამ ახლად შექმნილ იმპერიას. მიუხედავად ამისა, ბრაზილიაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, რამაც მოვლენები ძალიან დააჩქარა და 1831 წლის 7 აპრილს [[პედრუ I]] ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის, პედრუ II-ის სასარგებლოდ.
 
== ევროპაში დაბრუნება ==
[[ფაილი:Pedro I with his second wife and eldest daughter.jpg|მარცხნივ|მინი|271x271პქ|მარცხნიდან მარჯვნივ: პორტუგალიის დედოფალი მარია II, იმპერატორი პედრუ I და იმპერატრიცა ამალია 1834 წელს, პედრუს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე]]
ტახტიდან გადადგომის შემდეგ, პედრუ და ამალია ევროპაში დაბრუნდნენ. გადადგომის შემდეგ პედრუს ქალიშვილმა, პორტუგალიის დედოფალმა [[მარია II (პორტუგალია)|მარია II]]-მ მათ ბრაგანსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის წოდება მიანიჭათ. ამ დროს ამალია სამი თვის ფეხმძიმე იყო და ზღვაში ხანგრძლივი მოგზაურობის გამო გულისა და თავის ტკივილებს უჩიოდა. მათი გემი ჯერ აზორის კუნძულებზე შეჩერდა, საიდანაც ისინი 1831 წლის 10 ივნისს საფრანგეთის ქალაქ შერბურში გავიდნენ. საფრანგეთში მათ დიდი პატივით დახვდნენ და მათი ჩასვლის აღსანიშნავად პორტში 5000 კაციანი რაზმი დახვდათ, რომლებმაც 21 ქვემეხიდან საზეიმოდ გაისროლეს. ქალაქის პრეფექტურამ მათ საცხოვრებლად ადგილობრივი სასახლე შესთავაზა. მათ შერბურში დარჩენაზე უარი თქვეს და ათ დღეში პედრუ ლონდონში გაემგზავრა. ორსულ ამალიას მგზავრობა აღარ შეეძლო, ამიტომაც იგი საფრანგეთში დარჩა.
 
ამის შემდეგ ამალია პარიზში დასახლდა, სადაც იგი თავისი ქმრის უკანონო ქალიშვილ იზაბელ მარიას შეხვდა. ამავდროულად, 1831 წლის 30 ნოემბერს მან საკუთარი პირველი და უკანასკნელი ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც მარია ამელია დაარქვა. როგორც პედრუ II-თან გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, პედრუს გოგონას შეძენა ძალიან გაუხარდა.
 
იმავდროულად, პედრუ კონტინენტზე დაბრუნდა და თავის ძმას, პრეტენზიულ მიგელ I-ს სისხლისმღვრელი ომი გამოუცხადა, რომელის მის ასულს, მარია II-ს ეცილებოდა პორტუგალიის ტახტში. სამოქალაქო ომი პედრუსა და მარიას ტრიუმფით დასრულდა, რასაც მათი საზეიმო შესვლა მოჰყვა ლისაბონში, სადაც პედრუს ამალიაც ახლდა. ამალია ლისაბონში 1833 წლის 22 სექტემბერს შევიდა დიდი ზეიმით. რაც შეეხება [[მიგელ I]]-ს, იგი თავის ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა.
 
== ქვრივობა და უკანასკნელი წლები ==
== ტიტულები ==
 
* '''31 ივლისი, 1812 - 11 აპრილი, 1814:''' ''მისი იმპერიული უმაღლესობა ამალია დე ბოარნე, ფრანგების პრინცესა;''
* '''11 აპრილი, 1814 - 14 ნოემბერი, 1817:''' ''მადამ ამალია დე ბოარნე;''
* '''14 ნოემბერი, 1817 - 2 აგვისტო, 1829:''' ''მისი სამეფო უდიდებულესობა ამალია, ლოიხტენბერგის პრინცესა;''
* '''2 აგვისტო, 1829 - 7 აპრილი, 1831:''' ''მისი საიმპერატორო უმაღლესობა ბრაზილიის იმპერატრიცა;''
* '''7 აპრილი, 1831 - 15 ივნისი, 1831:''' ''მისი საიმპერატორო უმაღლესობა ამალია, ბრაზილიის იმპერატრიცა;''
* '''15 ივნისი, 1831 - 24 სექტემბერი, 1834:''' ''მისი საიმპერატორო უმაღლესობა იმპერატრიცა ამალია, ბრაგანსის ჰერცოგინია;''
* '''24 სექტემბერი, 1834 - 26 იანვარი, 1873:''' ''მისი საიმპერატორო უმაღლესობა იმპერატრიცა ამალია, ბრაგანსის ქვრივი ჰერცოგინია;''
 
== ლიტერატურა ==
* Barman, Roderick J. Citizen Emperor: Pedro II and the Making of Brazil, 1825–1891. Stanford University Press, 2002, pp. 25–27
* Witte, Claudia Thomé. "O casamento com D. Pedro I e toda a trajetória no Brasil da princesa bávara Amélia de Leuchtenberg" Archived 2016-11-06 at the Wayback Machine. In: Revista de História online, 9 June 2010. In Portuguese. Accessed 1 February 2012.
* Lustosa, Isabel. D. Pedro I. Companhia das Letras, 2006, pp. 284–286. In Portuguese.
* Pinheiro Neto, João. Pedro e Domitila: Amor em tempo de paixão. Mauad Editora Ltda, 2002, pp. 243–244. In Portuguese.
* Del Priore, Mary. "Amor e fidelidade num casamento imperial: Dom Pedro I e Dona Amélia. In: Gazeta Imperial, August 2011, year XVI, number 189, pp. 8–9. In Portuguese.
* Carvalho, José Murilo de. D. Pedro II: ser ou não ser. Companhia das Letras, 2007, pp. 16–17. In Portuguese.
* Schwarcz, Lília Moritz. As barbas do imperador. Companhia das Letras, 1998, pp. 52; 380. In Portuguese.
* Lewin, Linda. Surprise Heirs: Illegitimacy, inheritance rights, and public power in the formation of Imperial Brazil, 1822–1889. Stanford University Press, 2003, pp. 155–156.
* Lyra, Heitor. História de Dom Pedro II (1825–1891): Ascensão (1825–1870). Belo Horizonte: Itatiaia, 1977. vol. 1, pp. 42–43; 279. In Portuguese.
 
[[კატეგორია:დაბადებული 31 ივლისი]]

სანავიგაციო მენიუ