ტერეზა პორტუგალიელი (1151-1218): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = ტერეზა პორტუგალიელი |სურათი = D. T...
 
No edit summary
 
ხაზი 46: ხაზი 46:
* Jacques-Albin-Simon Collin de Plancy, Fastes militaires des Belges, p. 250
* Jacques-Albin-Simon Collin de Plancy, Fastes militaires des Belges, p. 250
* J.-J. Carlier, « Henri d'Oisy, fragment d'études historiques », dans Mémoire de la Société dunkerquoise pour l'encouragement des sciences, des lettres et des arts, 1857 publié en 1858, Dunkerque, p. 151, lire en ligne
* J.-J. Carlier, « Henri d'Oisy, fragment d'études historiques », dans Mémoire de la Société dunkerquoise pour l'encouragement des sciences, des lettres et des arts, 1857 publié en 1858, Dunkerque, p. 151, lire en ligne

{{პორტუგალიის ინფანტები}}



[[კატეგორია:დაბადებული 1151]]
[[კატეგორია:დაბადებული 1151]]

უკანასკნელი რედაქცია 20:20, 18 აგვისტო 2019-ის მდგომარეობით

ტერეზა პორტუგალიელი
ფლანდრიის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 1183
მმართ. დასასრული: 1191
წინამორბედი: ელიზაბეტ დე ვერმანდუა
მემკვიდრე: მარი შამპანელი
ბურგუნდიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1194
მმართ. დასასრული: 1195
წინამორბედი: ბეატრიდ დ'ალბონი
მემკვიდრე: ალის დე ვერგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1151
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 6 მაისი, 1218
გარდ. ადგილი: ვორნი, ფლანდრია
მეუღლე: ფილიპ I, ფლანდრიის გრაფი
ოდო III, ბურგუნდიის ჰერცოგი
დინასტია: ბურგუნდიული
მამა: აფონსუ I, პორტუგალიის მეფე
დედა: მაფალდა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ტერეზა პორტუგალიელი (პორტ. Teresa de Portugal; დ. 1151 — გ. 6 მაისი, 1218) — ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე აფონსუ I-ისა და დედოფალ მაფალდა სავოიელის ასული. ფლანდრიის გრაფინია 1183-91 წლებში როგორც ფილიპ I-ის, ხოლო ბურგუნდიის ჰერცოგინია 1194-95 წლებში როგორც ოდო III-ის მეუღლე. თავისი ძმის, პორტუგალიის მეფე სანშუ I-ის რეგენტი 1173-84 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერეზა დაიბადა 1151 წელს კოიმბრაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე აფონსუ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მაფალდა სავოიელის უმცროსი ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, პორტუგალიის გრაფინია ტერეზას პატივსაცემად დაარქვეს.

1173-84 წლებში იგი თავისი ძმის, მეფე სანშუ I-ის რეგენტად მუშაობდა პორტუგალიაში. 1183 წლის აგვისტოში იგი ცოლად ფლანდრიის გრაფ ფილიპ I-ს გაჰყვა და მომავალ წელს მასთან ერთად გადასახლდა ფლანდრიაში, რის გამოც რეგენტობა ჩამოერთვა.

ფილიპისა და ტერეზას ქორწინება ხანმოკლე, უნაყოფო, მაგრამ ბედნიერი აღმოჩნდა. 1191 წელს ფილიპ I უშვილოდ დაიღუპა. მართალია ტერეზას არ უნდოდა, თუმცა ევროპული ტრადიციის მიხედვით თუ ქალი ახალგაზრდა ქვრივდებოდა და ვაჟიც არ რჩებოდა, ან მეორედ უნდა გათხოვილიყო, ან მონაზვნად აღკვეცილიყო, ან სამშობლოში დაბრუნებულიყო. მას არც მონაზვნობა სურდა და არც პორტუგალიაში დაბრუნება, ამიტომაც 1193 წელს ცოლად პრინც ოდო ბურგუნდიელს გაჰყვა, რომელიც 1194 წელს ჰერცოგი გახდა ოდო III-ის სახელით. ტერეზას შვილი არც მასთან ჰყოლია.

ტერეზას საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გათხოვება არ უნდოდა და ამის გამო სინდისი ქენჯნიდა, რის გამოც 1195 წელს ოდოს გაეყარა. ეს საქმე მარტივად დასრულდა, რადგან ქორწინებაში ბავშვები არ იყვნენ.

1195 წლის იანვარში, ტერეზას მოწყალების ნიშნად საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტმა ფლანდრიაში პატარა მამული და ვილა აჩუქა, მაგრამ ხელშეკრულების თანახმად მისი გარდაცვალების შემდეგ ეს მიწები ისევ ფრანგებს უბრუნდებოდათ.

1200 წელს ტერეზამ განაცხადა, რომ ბურგუნდიაში მდებარე შატელენიეს ციხე-კოშკი მისი მემკვიდრეობა იყო, რომელიც იმ დროს ბეატრის ბურგუნდიელს ეკუთვნოდა. ბეატრისი საპასუხოდ და მოკავშირის შესაძენად გიენის ჰერცოგზე დაქორწინდა და ბრძოლაში დაამარცხა ტერეზა, რომელსაც ამის შემდეგ პრეტენზია აღარ გამოუთქვამს.

ფლანდრიაში ცხოვრებისას იგი ახლოს იყო საფრანგეთის მეფესთან, რომლის ხელშეწყობითაც მოაწყო თავისი მაზლიშვილის, ფერანდ ფლანდრიელისა და იოანა კონსტანტინოპოლელის ქორწინება.

იგი 1218 წლის 6 მაისს გარდაიცვალა ფლანდრიის ქ. ვორნთან, სადაც ჭაობში უბედური შემთხვევის შედეგად მისი ეტლი ჩაეფლო და ტერეზამ გადმოსვლა ვერ მასწრო. მისი ცხედარი გადაასვენეს და მისი პირველი ქმრის გვერდით დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Louis de Baecker, recherches historiques sur la ville de Bergues, p. 22
  • a b et c Louis de Baecker, Recherches historiques sur la ville de Bergues, p. 18 à 22
  • Jacques-Albin-Simon Collin de Plancy, Fastes militaires des Belges, p. 250
  • J.-J. Carlier, « Henri d'Oisy, fragment d'études historiques », dans Mémoire de la Société dunkerquoise pour l'encouragement des sciences, des lettres et des arts, 1857 publié en 1858, Dunkerque, p. 151, lire en ligne