სერგი ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი: |thumb|200px|სერგი ჯაფარიძე]]
[[ფაილი:Dzhaparidze Sergei Davidovich2.jpg|thumb|200px|სერგი ჯაფარიძე]]
'''სერგი ჯაფარიძე''' (დ. [[5 იანვარი]], [[1871]], [[ღარი]], [[რაჭის მაზრა]] — გ. [[10 ოქტომბერი]], [[1937]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკოსი, [[საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები|საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი]].
'''სერგი ჯაფარიძე''' (დ. [[5 იანვარი]], [[1871]], [[ღარი]], [[რაჭის მაზრა]] — გ. [[10 ოქტომბერი]], [[1937]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკოსი, [[საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები|საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი]].



19:54, 12 აგვისტო 2019-ის ვერსია

სერგი ჯაფარიძე

სერგი ჯაფარიძე (დ. 5 იანვარი, 1871, ღარი, რაჭის მაზრა — გ. 10 ოქტომბერი, 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია

სერგი ჯაფარიძე დაიბადა 1871 წლის 5 იანვარს, რაჭის მაზრის სოფელ ღარში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ქალაქი ოდესა) იურდიულ ფაკულტეტზე.

შემდგომ წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში ნაფიც ვექილად; იყო ქალაქის თვითმმართველობის წევრი. 1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1905 წლისათვის იყო რსდმპ ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე. თანამშრომლობდა პრესაში „ს. ჯ-ძის“ ფსევდონიმით. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ქუთაისში, რის გამოც 1905 წლის იანვარში დააპატიმრეს და იჯდა ქუთაისის ციხეში. 1906 წლის 24 მაისს აირჩიეს რუსეთის იმპერიის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან; იყო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. 1911 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1917 წლის თებერვალში აირჩიერს კავკასიის ვექილთა საბჭოს თავმჯდომარედ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; პარალელურად — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველი. 1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო იურდიული კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1937 წელს დააპატიმრეს „მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით თბილისში. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 10 ოქტომბრის ღამეს.

ლიტერატურა

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, გვ. 484, თბ., 2016