ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 85: ხაზი 85:
[[კატეგორია:საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]

04:53, 7 აგვისტო 2019-ის ვერსია

ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
თარიღდება X-XI საუკუნეები
დეტალები

ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია (სვანურად თარიგზელი) — ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემის სოფელ ტვიბში. დარბაზული, დროებითი სახურავით დაცული კამარაჩამოქცეული მცირე ზომის ეკლესია სოფლიდან 900-1000 მ-ზე, ტყიან მთაზე დგას. დათარიღებულია X-XI საუკუნეებით. შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები. აფსიდში გატიხრულია ორი ნიშა და ფასადზე შემორჩენილი დიდი გველეშაპის გამოსახულება.


არქიტექტურა

ტაძარი შირიმისაა, კედლები გადმობურცულია, კამარა ჩამონგრეული, რის გამოც გარედან ხის მჭიდებით შეუკრავთ, კედლებზე დაყრდნობილ კონსტრუქციაზე კი თუნუქის გადახურვა მოუწყვიათ. მცირე, უპილასტრო დარბაზული სივრცე აღმოსავლეთიდან განიერმხრებიანი მობრტყელო აფსიდით სრულდება, რომლის წინ კანკელი იყო აღმართული (შემორჩენილია თაღთა დასაწყისები გრძივ კედლებზე) - ცენტრში სამსაფეხურიანი კიბით, აქეთ-იქით კი ხის ჯვრებით. მათზე დარჩენილი ლურსმნები ლითონის მოჭედილობის არსებობას ცხადყოფს. აფსიდში ორი მაღალი და ორად გატიხრული ღრმა ნიშაა. კამარას ცენტრალური და დასავლეთის შეკიდული კაპიტელები იმაგრებდა. ფასადები სადაა - აღმოსავლეთ-დასავლეთის განიერ სარკმლებითა და დასავლეთის კარით დანაწევრებული. არქიტექტურული შემკულობა მხოლოდ დასავლეთის ფასადზეა, იმ მხრიდან, საიდანაც ტაძარს ვადგებით. კარს და მის თავზე სარკმელს გადანაკეციანი სადა თავსართი რთავს. ფასადები შელესილი და მოხატული იყო. ჩრდილოეთ ფასადზე დღემდეა დარჩენილი დიდი გველეშაპის მკრთალი გამოსახულება.

მოხატულობა

ინტერიერი მთლიანად მოხატული იყო. საკურთხევლის კონქში გამოსახულია გავრცობილი ვედრება, აფსიდში მეტ-ნაკლებად კარგად ორი წმ. მღვდელმთავრის ფიგურა ჩანს (შუაში და სამხრეთის მხარეს). კამარის ჩრდილო ფერდზე - აღმოსავლეთით ხარების, დასავლეთით ნათლისღების, სამხრეთის ფერდზე კი აღმოსავლეთით შობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ჩრდილოეთის კედელზე, აღმოსავლეთიდან - დასავლეთისკენ ცხენოსანი წმ. გიორგი და ქტიტორებია, სამხრეთის კედელზე გველეშაპის განმგმირავი ცხენოსანი წმ. თევდორე და წმ. დედები. დასავლეთ კედელზე, პირველ რეგისტრზე - ლაზარეს აღდგინება, მეორე რეგისტრზე, შუაში მთავარანგელოზის ნახევარფიგურა, აქეთ-იქით კი თითო-თითო ქტიტორი. იგი გარკვეულად უახლოვდება ზემო სვანეთის XIII ს-ის მაარქაიზებელ მოხატულობებს. აფსიდში ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებზე გვიანი გადაწერის კვალია. მოხატულობის კვალი დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებზედაც გაირჩევა. მხატვრობა საკმაოდ ფრაგმენტულია, ბევრგან ბათქაშიანად არის ჩამოცვენილი ან ფერია ჩამოშლილი. 1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებითაც კი მდგომარეობა გაუარესებულია[1].

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, 1998 გვ. 220
  • ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, 1997 გვ. 18
  • ტვიბის ხეობა, ჟურნალი „კარიბჭე“, 2010 წ.

სქოლიო