ხორენიის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
აღსანიშნავია, რომ [[ნიკო ბერძენიშვილი|ნიკო ბერძენიშვილს]] ეს წარწერა [[1933]] წელსაც კი სახურავის ქვეშ დახვედრია.
 
ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო ფერის [[ბაზალტი|ბაზალტით]], მოგვიანებით ჩართულია ნაცრისფერიც. ფასადები უხვად არის შემკული ბარელიეფებით. მოჩუქურთმებულ წნულში ჩასმულია ბოლნური ჯვარი. ფასადის ზედა მხარეზე ორი მამაკაცის გამოსახულებაა შუაში ხეზე შემოხვეული გველით. სარკმლის თავზე ორივე მხარეზე გეომეტრიული ფიგურებია. სხვადასხვა ფიგურებითაა შემკული სამხრეთის ფასადიც. სამწუხაროდ, ჩუქურთმებისა და [[ბარელიეფი|ბარელიეფების]] ფრაგმენტები ყორის ქვებში არის ჩართული. ეკლესიაზე მოგვიანო პერიოდში პატარა კარიბჭე მიუშენებიათ, რომელიც უკანასკნელ წლებში ორჯერ გაუდიდებიათ<ref>ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, სოფელი დიდი ხორენია, თბ; 2003. გვ. 52-53</ref>; ეკლესიის ეზოში დიდი რაოდენობით არის ძველი საფლავის ქვები.
 
ეკლესიას [[2006]] წლის, [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტის]] ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
7 772

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ