ხორენიის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ხორენიის ეკლესია''' — ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის მუნიციპალიტეტის]] [[ხოსპიო|ხოსპიოს თემის]] სოფელ [[ხორენია|ხორენიაში]].
 
ტაძარი აგებულია [[X საუკუნე|X საუკუნეში]], თუმცა შემდგომ რამდენჯერმეა განახლებულ-აღდგენილი. ნაგებობაზე ერთ დროს არსებული ექვსი წარწერიდან დღეს გარკვევით არცერთი არ იკითხება, თუმცა სხვადასხვა ავტორებთან გვხვდება ცნობები მათ შესახებ. ტაძრის რელიეფური შემკულობა სხვადასხვა პერიოდისაა — რელიეფურ სახეთა შორის განსაკუთრებით საინტერესოა [[ქტიტორი|ქტიტორთა]] ორი გამოსახულება, რომლებიც ერთმანეთისაგან მრავალმხრივ განსხვავდება.
 
ტაძრის ერთ-ერთი წარწერა ჯერ კიდევ [[ივანე როსტომაშვილი|ივანე როსტომაშვილსა]] და [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილს]] მოჰყავთ:
<blockquote>"''ოდეს თათართა ყოველი ქუჱყანაჲ წაგუართო, მისგან დაუმთავრებელნი კარის ბჭენი და მე, ჩოგა გავათავენ. ვინცა ამას ნახვიდეთ მოგჳგონებდეთ. ოცდა ჩჳდმეტი ათასი თეთრი კათალიკოზისა და მეფისა ვახმარეთ''"</blockquote>.
აღსანიშნავია, რომ [[ნიკო ბერძენიშვილი|ნიკო ბერძენიშვილს]] ეს წარწერა [[1933]] წელსაც კი სახურავის ქვეშ დახვედრია.
 
ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო ფერის [[ბაზალტი|ბაზალტით]], მოგვიანებით ჩართულია ნაცრისფერიც. ფასადები უხვად არის შემკული ბარელიეფებით. მოჩუქურთმებულ წნულში ჩასმულია ბოლნური ჯვარი. ფასადის ზედა მხარეზე ორი მამაკაცის გამოსახულებაა შუაში ხეზე შემოხვეული გველით. სარკმლის თავზე ორივე მხარეზე გეომეტრიული ფიგურებია. სხვადასხვა ფიგურებითაა შემკული სამხრეთის ფასადიც. სამწუხაროდ, ჩუქურთმებისა და [[ბარელიეფი|ბარელიეფების]] ფრაგმენტები ყორის ქვებში არის ჩართული. ეკლესიაზე მოგვიანო პერიოდში პატარა კარიბჭე მიუშენებიათ, რომელიც უკანასკნელ წლებში ორჯერ გაუდიდებიათ; ეკლესიის ეზოში დიდი რაოდენობით არის ძველი საფლავის ქვები.
 
ეკლესიას [[2006]] წლის, [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტის]] ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
7 772

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ