ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
ინტერიერი მთლიანად მოხატული იყო. საკურთხევლის კონქში გამოსახულია გავრცობილი ვედრება, აფსიდში მეტ-ნაკლებად კარგად ორი წმ. მღვდელმთავრის ფიგურა ჩანს (შუაში და სამხრეთის მხარეს). კამარის ჩრდილო ფერდზე - აღმოსავლეთით ხარების, დასავლეთით [[ნათლისღება|ნათლისღების]], სამხრეთის ფერდზე კი აღმოსავლეთით [[შობა|შობის]] ფრაგმენტებია შემორჩენილი.
 
ჩრდილოეთის კედელზე, აღმოსავლეთიდან - დასავლეთისკენ ცხენოსანი წმ. [[წმ. გიორგი|გიორგი]] და ქტიტორებია, სამხრეთის კედელზე [[გველეშაპი]]ს განმგმირავი ცხენოსანი წმ. [[თევდორე]] და წმ. დედები. დასავლეთ კედელზე, პირველ რეგისტრზე - [[ლაზარე|ლაზარეს აღდგინება]], მეორე რეგისტრზე, შუაში მთავარანგელოზის ნახევარფიგურა, აქეთ-იქით კი თითო-თითო ქტიტორი. იგი გარკვეულად უახლოვდება ზემო სვანეთის [[XIII საუკუნე|XIII ს]]-ის მაარქაიზებელ მოხატულობებს. აფსიდში ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებზე გვიანი გადაწერის კვალია. მოხატულობის კვალი დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებზედაც გაირჩევა. მხატვრობა საკმაოდ ფრაგმენტულია, ბევრგან ბათქაშიანად არის ჩამოცვენილი ან ფერია ჩამოშლილი. 1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებითაც კი მდგომარეობა გაუარესებულია<ref> ეროვნული კულტურული მემვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, თბილისი, 1997 გვ. 22018</ref>.
 
ეკლესიას [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია.<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>
 
==ლიტერატურა==
* ''ეროვნული კულტურული მემვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, 1998 გვ. 220''
* ''ეროვნული კულტურული მემვიდრეობის პროგრამა, ტვიბი, საანგარიშო კრებული, 1997 გვ. 18''
* [http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/chemi-sofeli/5089-tvibis-kheoba.html ''ტვიბის ხეობა, ჟურნალი „კარიბჭე“, 2010 წ.'']
 
7 772

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ