დავით ჩარკვიანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ დაემატა კატეგორია:დაბადებული 17 ივლისი გაჯეტ HotCat-ით |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{მმ*|ჩარკვიანი}} |
|||
'''დავით ჩარკვიანი''' (დ. [[17 ივლისი]], [[1944]], [[თბილისი]]) — ქართველი ფსიქოლოგი. [[საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის]] წევრ-კორესპოდენტი. დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. |
'''დავით ჩარკვიანი''' (დ. [[17 ივლისი]], [[1944]], [[თბილისი]]) — ქართველი ფსიქოლოგი. [[საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის]] წევრ-კორესპოდენტი. დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. |
||
07:39, 25 ივლისი 2019-ის ვერსია
დავით ჩარკვიანი (დ. 17 ივლისი, 1944, თბილისი) — ქართველი ფსიქოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1969-1974 წლებში იყო ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სოციალური ფსიქოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1972–1974 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976–1981 წლებში ამავე ინსტიტუტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1990 წლიდან დღემდე არის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 1998 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი; 2007–2009 წლებში დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კომუნიკატორული წინააღმდეგობა და სოციალური განწყობის შეცვლა“, დაიცვა 1973 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „სოციალური განწყობების ფუნქციური და სტრუქტურული მახასიათებლები“, დაიცვა 1989 წელს.
ბიბლიოგრაფია
- ექსპერიმენტული სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები = Foundations of Experimental Social Psychology (ავტორი). - თბილისი, "ენა და კულტურას" სტ., 2004. - 374გვ.
- ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციებში : თეორია, კვლევა, პრაქტიკა (ავტორი). - თბილისი, 2001. - 410გვ.. - ISBN 99928-832-9-4