იოანე (XII ს. II ნახევარი): განსხვავება გადახედვებს შორის
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
(განსხვავება არ არის)
|
18:53, 1 მარტი 2006-ის ვერსია
იოანე XII საუკუნის II ნახევრის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლის ჰრომანის მონასტერში. თამარ მეფის შეკვეთით გადაუწერია ვანის სახარება, რომელიც ბიზანტიელ ოსტატს მიქაელ კორესელს დაუსურათებია. მორთულობა (კამარები, თავსამკაულები, მინიატურები) წიგნისა და ტავების დასაწყისშია თავმოყრილი. სახარება (29, 1x21 სმ) დაწერილია ძალიან ლამაზი, კალიგრაფიული ნუსხურით, სეპიის მელნით, ორ სვეტად. მორთულობის სიმდიდრითა და შესრულების ხასიათით ვანის სახარება ერთი უპირველესთაგანია "არისტოკრატიულ" ქართულ ხელნაწერთა შორია.