გრენლანდიური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:

გრელანდიური ენა, ისევე, როგორც სხვა ესკიმოსური ენები, მიეკუთვნება აგლუტინაციურ სინთეზურ, სუფიქსურ ენებს. სიტყვაწარმოებას და სიტყვათცვალებას მთლიანად აგლუტინაციური ხასიათი აქვს: სტანდარტული სუფიქსები ცვლილების გარეშე (ან სტანდარტული ცვლილებებით) უერთდებიან. ძირითადი განსხვავება გრენლანდიურსა და იუპიკური ენების ჯგუფის სხვა ენებს შორის ფონოლოგიის — უვულარული ბგერა N-ის არსებობა, ხმოვანთა შეერთების დაშვება (ia, iu, ua, ui და სხვ.), თანხმოვანთა ასიმილაციის ფართო გავრცელება (k+t>tt, k+s>ss, k+m>mm და მისთ.); გრამატიკის — პასივის, აბლატივური ბრუნვის არსებობა, ორობითი რიცხვის არარსებობა, როგორც სახელებში, ასევე ზმნებში; ლექსიკის დარგებში — დანიური ენიდან ნასესხები სიტყვების დიდი რაოდენობა.

სალიტერატურო ენა სტანდარტიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მოლაპარაკეთა 100% წერა-კითხვის მცოდნეა. გრენლანდიურზე მიმდინარეობს ტელე- და რადიოგადაცემები, გამოდის ორიგინალური და გადათარგმნილი ლიტერატურა (პროფესიონალური, პუბლიცისტიკური, მხატვრული), პერიოდული გამოცემები. გრენლანდიურ ენაზე სწავლება მიმდინარეობს დაწყებით, საშუალო და, ნაწილობრივ, უმაღლეს სკოლებში.

{{ენები}}
{{ენები}}

16:48, 1 ივლისი 2019-ის ვერსია

გრენლანდიური
Kalaallisut
გავრცელებულია გრენლანდია
მოლაპარაკეთა რაოდენობა 54,000
ოფიციალური სტატუსი გრენლანდიის ოფიციალური ენა
ლინგვისტური კლასიფიკაცია ესკიმოსურ-ალეუტური - ინუიტი
დამწერლობის სისტემა ლათინური დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-1: kl
ISO 639-2: kal
ISO/FDIS 639-3: kal
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-kl}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაგრენლანდიური

გრენლანდიური ენა, გრენლანდიელი ესკიმოსების ენა (თვითსახელწოდება — Kalaallisut) – გრენლანდიელების ენა. გრენლანდიის ოფიციალური ენა. გავრცელებულია კუნძულ გრენლანდიის აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროებზე. მოლაპარაკეთა საერთო რიცხვი — 57 ათ. (2006), მათ შორის 50 ათ.-მდე გრენლანდიაში ცხოვრობს, დაახლ. 7 ათ. — დანიაში. კუნძულის დანარჩენი მოსახლეობა (დანიელებისა და ძვ. ევროპელების დიდი ნაწილი) გრენლანდიურზე ლაპარაკობს, როგორც მეორე ენაზე. ყველა გრენლანდიელისთვის წარმოადგენს მთავარ საკომუნიკაციო ენას, ბევრისთვის — ერთადერთს.

მიეკუთვნება ესკიმოსურ-ალეუტური ენების (ესკიმოსური განშტოების ინუიტური ჯგუფი) ოჯახს. გამოიყოფა სამი დიალექტი: აღმოსავლეთ გრენლანდიური, დასავლეთ გრენლანდიური და ჩრდილოეთ გრენლანდიური (ტულე). პირველსა და მესამეზე, მთლიანობაში, რამდენიმე ასეული ადამიანი ლაპარაკობს; მათი რიცხვი სწრაფად მცირდება ლიტერატურული ენის დასავლეთ გრენლანდიური დიალექტის ბაზაზე აღმოცენების გავლენით.