კონსტანტინე II (ქართლის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: fr:Constantin II de Géorgie
ხაზი 9: ხაზი 9:
[[ca:Constantí II de Geòrgia]]
[[ca:Constantí II de Geòrgia]]
[[en:Constantine II of Georgia]]
[[en:Constantine II of Georgia]]
[[fr:Constantin II de Géorgie]]

21:22, 21 დეკემბერი 2007-ის ვერსია

კონსტანტინე II (გ. 1505), ქართლის მეფე 1478/1479-1505, ალექსანდრე I დიდის ძის დემეტრეს (დიმიტრის) ვაჟი. 1465 ბიძასთან, მეფე გიორგი VIII-თან, ერთად ტყვედ ჩაუვარდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-ს. ტყვეობიდან გამოქცეული კონსტანტინე II ქუთაისში გამაგრდა, მაგრამ ხელისუფლებას ვერ დაეუფლა და 1466 საქართველოს მეფედ თავი გამოაცხადა ბაგრატ VI-მ. ამავე დროს ტყვეობიდან განთავისუდლებული გიორგი VIII, რომელმაც ბაგრატ VI-თან ბრძოლაში წააგო, კახეთში გადავიდა და საფუძველი დაუდო კახეთის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას. 1468 კონსტანტინე II იძულებული გახდა ეცნო ბაგრატ VI-ის მეფობა. თუმცა თავის თავს მაინც მეფეს უწოდებდა 1466-იდან ჩანს, ამას ქართლ-იმერეთში ბაგრატ VI-ის მეფობის დროს (1466-78) სამეფოს გარკვეულ ტერიტორიაზე ძალაუფლება ჰქონდა, ე.ი. ეს იყო ორმეფობის დრო. 1478, როცა ბაგრატი გარდაიცვალა კონსტანტინე II-მ სძლია ბაგრატ VI-ის ძეს ალექსანდრეს და ქართლ-იმერეთის ტახტს დაეპატრონა. 1483 კონსტანტინე II არადეთთან დაამარცხა ყვარყვარე II-მ, ამით ისარგებლა ალექსანდრე II-მ და 1484 თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. 1487 კონსტანტინე II-მ ქუთაისიდან განდევნა, მაგრამ ქართლში იაყუბ-ყაენის შემოსევის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა იმერეთი, რომელსაც კვლავ ალექსანდრე II დაეუფლა (1489). 1490-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე II-მ ცნო ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად საქართველოს დაშლის ფაქტი, თუმცა ამის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ერთიანი სამეფოს აღსადგენად და ოსმალეთ-ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ მიზნის მისაღწევად 1492-1496 წლებს შუა მან ხუცესი ნილოსი გაგზავნა დესპანად კაიროში ეგვიპტის მამლუქ სულთან აშრაფ სეიფ ალ-დინ კაიტბეისთან, აგრეთვე რომის პაპთან და ესპანეთის მეფესთან. მაგრამ კონსტანტინე II-ის ცდას შედეგი არ მოჰყოლია.