მიხეილ მესხის სტადიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი''' — ყოფილი „ლოკომოტივის“ სტადიონი, რომელიც [[ვაკის პარკი]]ს მიმდებარე ტერიტორიაზე [[1952]] წელს იური კასრაძის პროექტით 26 ათასიანი ტევადობით აშენდა. [[1960]] წელს არენას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (არქიტექტორები — თემურ აბაშიძე, ანრი ყურაშვილი) და 10 400 ადგილი დაემატა.
 
[[1999]] წელს ძველი სტადიონი მთლიანად დაანგრიეს და ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო (არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ვარდანაშვილი, არქიტექტორები - ნიკოლოზ აბაშიძე, ავთანდილ რევაზიშვილი, ოთარ ბერიანიძე), რომელიც დასრულდა [[2001]] წელს, მთლიანი კომპლექსი კი [[2003]] წელს გაიხსნა, ტრიბუნის ტევადობით 27 ათასი (მათ შორის 500 ადგილი გადახურვის ქვეშაა). სტადიონს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, [[მიხეილ მესხი]]ს სახელი [[2005]] წელს მიენიჭა. მიხეილ მესხის სახელობის არენა, სიდიდით, [[ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი|ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის]] შემდეგ რიგით მეორე არენაა საქართველოში.
 
არენა [[2011]] წლის დასაწყისში გრძელვადიანი იჯარით [[საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია]]ს გადაეცა, რომელმაც სტადიონის გრანდიოზული რეკონსტრუქცია დაიწყო. რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სტადიონი 2011 წლის 1 სექტემბერს საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა მატჩით გაიხსნა. არენის ტერიტორიაზე განთავსებულია, დრენაჟის თანამედროვე სისტემა, ელექტროტაბლო, გასახდელის ორი ბლოკი, საპრესკონფერენციო დარბაზები, ტელეკომენტატორთა ჯიხურები, VIP, გამორჩეულ სტუმართა და ჟურნალისტთა ლოჟები, მსაჯთა და დელეგატთა, დოპინგ-კონტროლის ოთახები, ტრენჟორების დარბაზი, მანქანების პარკინგი. სტადიონის კომპლექსში შედის სათადარიგო მოედანი 1 000-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით. სრული რეკონსტრუქციის შედეგად მიხეილ მესხის სახელობის არენა, ამჟამინდელ მდგომარეობაში მყოფ ეროვნულ სტადიონზე უკეთესი სარბიელი იქნება.

სანავიგაციო მენიუ