დოროთეა გონძაგა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = დოროთეა გონძაგა |სურათი = Dorotea Gonzaga,...
(განსხვავება არ არის)

07:53, 4 ივნისი 2019-ის ვერსია

დოროთეა გონძაგა
ფაილი:Dorotea Gonzaga, Duchess of Milan.jpg
მილანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 8 მარტი, 1466
მმართ. დასასრული: 20 აპრილი, 1467
წინამორბედი: ბიანკა მარია ვისკონტი
მემკვიდრე: ბონა სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 დეკემბერი, 1449
გარდ. თარიღი: 20 აპრილი, 1467, (17 წლის)
მეუღლე: გალეაცო მარია სფორცა
დინასტია: გონძაგები
მამა: ლუიჯი III გონძაგა
დედა: ბარბარა ბრანდენბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

დოროთეა გონძაგა (იტალ. Dorothea Gonzaga; დ. 6 დეკემბერი, 1449 — გ. 20 აპრილი, 1467) — გონძაგას დინასტიის წარმომადგენელი. მონფერატოს მარკიზ ლუიჯი III-ისა და ბარბარა ბრანდენბურგელის ასული. მილანის ჰერცოგინია 1466-68 წლებში როგორც გალეაცო მარია სფორცას პირველი ცოლი.

ბიოგრაფია

დოროთეა დაიბადა 1449 წლის 6 დეკემბერს. იგი იყო მონფერატოსა და მანტუას მარკიზ ლუიჯი III გონძაგასა და მისი ცოლის, ბარბარა ბრანდენბურგელის რვა შვილიდან შუათანა. მას სახელი დეიდამისის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალ დოროთეა ბრანდენბურგელის პატივსაცემად დაარქვეს.

დოროთეას უფროსი და, სუზანა სამი წლის ასაკშივე დანიშნეს მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და ბიანკა მარია ვისკონტის უფროს ვაჟზე, გალეაცო მარია სფორცაზე. მაგრამ, როდესაც სუზანა გაიზარდა, მისი სხეული დეფორმირდა, რის გამოც მილანელებმა ეს ნიშნობა გააუქმეს და მის ნაცვლად 1457 წელს გალეაცოზე დოროთეა დანიშნეს. ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე, სამეფო ოჯახის ექიმმა დოროთეას რამდენიმე ტესტი ჩაუტარა, საიდანაც დაასკვნა რომ უბიწო იყო და სფორცას ოჯახი არ შერცხვებოდა. ამ ყოველივემ მანტუელები განარისხა და დროებით ნიშნობაც კი გააუქმეს, თუმცა 1466 წელს, ფრანჩესკო I-ის დაღუპვის შემდეგ დოროთეა და გალეაცო მარია დააქორწინეს, რომელთაც პირველად ერთმანეთი სწორედ ქორწილში ნახეს.

იგი მართალია ქორწინებით მილანის ჰერცოგინია იყო, თუმცა მილანში არასდროს ყოფილა. ქორწილიდან სულ რამდენიმე თვეში, 1467 წლის 20 აპრილს იგი მშობლიურ მანტუაში გარდაიცვალა, 17 წლის ასაკში, რის გამოც გალეაცო მალევე მეორედ დაქორწინდა.

ლიტერატურა

  • Notizie su Dorotea Gonzaga, Archivio Storico Lombardo, 887 e 1889.
  • La deformazione alla colonna vertebrale fu trasmessa alla dinastia Gonzaga da Paola Malatesta, moglie di Gianfrancesco Gonzaga