აფონსუ V (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61: ხაზი 61:


{{პორტუგალიის მეფეები}}
{{პორტუგალიის მეფეები}}
{{ავტორიტეტული წყაროები}}


[[კატეგორია:პორტუგალიის მეფეები]]
[[კატეგორია:პორტუგალიის მეფეები]]

23:21, 23 მაისი 2019-ის ვერსია

აფონსუ V
Afonso V
პორტუგალიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 9 სექტემბერი 1438
მმართ. დასასრული: 28 აგვისტო 1477
წინამორბედი: დუარტე I
მემკვიდრე: ჟუან II
პორტუგალიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1477
მმართ. დასასრული: 1481
წინამორბედი: ჟუან II
მემკვიდრე: ჟუან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 იანვარი 1432
დაბ. ადგილი: სინტრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 28 აგვისტო, 1481(1481-08-28)
გარდ. ადგილი: სინტრა, პორტუგალია
მეუღლე: იზაბელ კოიმბრელი
ხუანა ლა ბელტრანეხა
დინასტია: ჟუან, ჟუანა და ჟუან II
მამა: დუარტე I
დედა: ელეონორა არაგონელი

აფონსუ V ( პორტ. Afonso V; დ. 15 იანვარი, 1432 — გ. 28 აგვისტო 1481) — პორტუგალიის მეფე 1438–1481 წლებში (ავისის დინასტია). დუარტესა და ელეონორა არაგონელის ვაჟი. იქორწინა 1448 წელს იზაბელაზე, პედრო კომბრელის ჰერცოგის ასულზე.

დუარტეს გარდაცვალების შემდეგ, აფონსუს სრულწლოვანობამდე ქვეყანას მმართავდა მისი დედა ელეონორა. ამ პერიოდში ხშირი იყო არეულობები. დიდებულების ლიდერები იყვნენ ინფნტები პედრუ, ენრიკე და ჟუანი - მცირეწლოვანი აფონსუს ბიძა, რომელმაც ხელში ჩაიგდო რეგენტობა. 1441 წელს დედოფალი კასტილიაში გაიქცა და გარდაიცვალა ტოლედოში. 1448 წელს აფონსუმ სრულწლოვანებას მიაღწია, ცოლად თავისი ბიძაშვილი იზაბელა მოიყვანა და დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლად მმართვა.

იგი განათლებული, მჭერმეტყველი, ზნეობრივი და ზრდილობიანი იყო, მაგრამ თავარიანი, მას იტაცებდა გეგმები, რომლის განხორციელებაც არ შეეძლო. იგი ჯერ სიმამრის, პედრუს რჩევებს უსმენდა, მაგრამ მოგვიანებით იჩხუბა მასთან და ჩამოაშორა კარს. მათ შორის კონფლიქტი ომში გადაიზარდა, 1449 წლის მაისში ალფარობეირასთან ბრძოლაში პედრო დაიღუპა.

შემდეგ წლებში აფონსუ ებრძოდა მაროკოელ მავრებს და ატარებდა ექსპედიციებს აფრიკის ნაპირების გასწვრივ. 1458 წელს მეფე დიდი ფლოტით წავიდა ალკასერის დასაპყრობად. ციხე ცოტახანში დანებდა. 1463 და 1464 წლებში მეფემ ორჯერ უშედეგოდ სცადა ტანჟერის აღება. მესამე ლაშქრობა შედეგიანი აღმოჩნდა. პორტუგალელებმა ჯერ მდიდარი არზილა აიღეს, ხოლო 1470 წელს მეფე ტრიუმფით შევიდა ტანჟერში.

შემდეგ აფონსო საკმაო ხანს იბრძოდა კასტილიის ტახტისთვის. თავისი პრეტენზიების გასამართლებლად მან ცოლად შეირთო ხუანა, ენრიკე IV-ს ერთადერთი ქალიშვილი, 1475 წელს აფონსუ კასტილიაში შეიჭრა და ომი ენრიკეს დის იზაბელას წინააღმდეგ დაიწყო. პორტუგალელებმა აიღეს ტორო და სამორა, მაგრამ მეტ წარმატებებს ვერ მიაღწიეს - კასტილიელი დიდებულები დედოფლის ერთგულები დარჩნენ. 1476 წელს გაიმართა ტოროსთან ბრძოლა. აფონსუ დამარცხდა. 1479 წელს მან უარი თქვა კასტილიის ტახტზე, იზაბელასთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო და გაშორდა ხუანას. იმავე წელს იგი განმარტოვდა და მმართველობა შვილს ჟუანს გადააბარა. მისი ბრძანებით ლისაბონის მახლობლად, ზღვის ნაპირზე, დაიწყო მონასტრის მშენებლობა. აფონსუს აქ სურდა დასახლება, მაგრამ იგი გარდაიცვალა სანამ მონასტრის მშენებლობა დასრულდებოდა.

ლიტერატურა

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X