იაპონიის შიგა ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
ზღვაში დაახლოებით 3000 [[კუნძული]]ა, რომლებიც იკავებენ მისი სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. კუნძულები გაყოფილია მრავალრიცხოვანი [[სრუტე]]ებით. ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია. ზღვის შუა ნაწილი მეტად მცირეწყლიანია. მოქცეულია [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარსფეროს]] სუბტროპიკულ ზონაში. წარმოადგენს [[იაპონია|იაპონიის]] უმნიშვნელოვანეს შიგა საზღვაო გზას. [[ზამთარი|ზამთარში]] აზიის მატერიკზე ვრცელდება მაღალი წნევის მდგრადი ოლქი, ხოლო [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია [[ალეუტის მინიმუმი]], რომლის ცენტრი ლოკალიზდება ალეუტის მწკვრივის აღმოსავლეთ ნაწილში. ამასთან დაკავშირებით იაპონიის შიგა ზღვის ღია სივრცეებში გაბატონებულია ჩრდილოეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის ქარები (ზამთრის [[მუსონები|მუსონი]]), რომელთა განმეორებადობა აჭარბებს 60%-ს, ხოლო მათი სიჩქარე საშუალოდ უდრის 3–4 მ/წმ-ს (ცალკეულ თვეებში ეს მაჩვენებელი მატულობს). ნაპირების რთული [[ოროგრაფია]] შესამჩნევად ახდენს გავლენას [[ქარი|ქარების]] მიმართულებასა და სიჩქარეზე.
 
ცალკეულ რაიონებში (კამონის სრუტე) ქარები მიმართულების მხრივ არამდგრადია. ქარის სიჩქარე აქ აღწევს საშუალოდ 4–6 მ/წმ-ს. სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე ქარები ხშირად აღწევენ შტორმულ ძალას ([[ბუნგოს სრუტე]], [[ჰონსიუ]]ს [[სანაპირო]] და სხვა). ამ სეზონში ზღვის დიდ ნაწილში ფიქსირდება 2–4, ხოლო ადგილ-ადგილ 6–12 შტორმული დღე. [[შტილი]] იშვიათია. [[ზაფხული]] ცხელი და მეტად ნოტიოა. [[ივნისი]]ს შუა რიცხვებში მყარი [[ღრუბლები]] ფარავენ ცას და თითქმის არ აღინიშნება დღე [[წვიმა|წვიმის]] გარეშე. დამახასიათებელია მოღრუბლული, დახშული, წვიმიანი ამინდები ნათელი დღეეების გარეშე. უძველესი ზონის ნაპირები ზომიერდება [[ბრიზი]]თ, თუმცა ღამის საათებში გაგრილებული ზღვის ბრიზი წყდება და [[ამინდი]] ხდება ცხელი, ნოტიო და დახშული.
 
მთავარი ნავსადგურებია: [[კობე]], [[ოსაკა]], [[სიმონოსეკი]] და სხვა.

სანავიგაციო მენიუ