უჯარმის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
(შევასწორე შეცდომა და მივუთითე წყარო)
== არქიტექტურა ==
 
ციხე-ქალაქი აგებულია მდინარე [[იორი|ივრის]] მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა იორისივრის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ციხის დასავლეთით იყო. ციხე-ქალაქის მთავარ ციტადელში ჩატანებულია სადარაჯო კოშკები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში აღმოჩენილია ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობის ნანგრევები.
 
ციხეში ჩაშენებულია ჯვარპატიოსანის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. პირველი სართული შედარებით ძველია, მეორე სართული X-XI საუკუნეებში დააშენეს<ref>ირაკლი ციციშვილი, უჯარმა, ძეგლის მეგობარი, №. 6, გვ. 27, თბ., 1966 წელი.</ref>. დაშენებული ეკლესია მაღალი ცალნავიანია, სარკმლები დატანებული აქვს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს. ეკლესიის კედლები აგებულია ქვის მსხვილი ფილებით და ნაწილობრივ ძველი წყობის კვადრებით.
ანონიმური მომხმარებელი

სანავიგაციო მენიუ