ვანიონ დარასელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
 
ხაზი 13: ხაზი 13:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 122, თბ., 1994
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 122, თბ., 1994
==რესურსები ინტერნეტში==

{{nplg ბიოგრაფია|00004941}}
{{DEFAULTSORT:დარასელი, ვანიონ}}
{{DEFAULTSORT:დარასელი, ვანიონ}}
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]

უკანასკნელი რედაქცია 16:21, 24 აპრილი 2019-ის მდგომარეობით

ვანიონ დარასელი
დაბადების თარიღი 12 (25) მაისი, 1909 ან 25 მაისი, 1909(1909-05-25)
დაბადების ადგილი ქუთაისის გუბერნია ან კახათი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 1954(1954-04-14) (44 წლის) ან 13 აპრილი, 1954(1954-04-13) (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“

ვანიონ ალექსის ძე დარასელი (დ. 25 მაისი, 1909, კახათი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 13 აპრილი, 1954, თბილისი) — ქართველი მწერალი და დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველდაწყებითი განათლება მშობლიური სოფლის სკოლაში მიიღო. 1923 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1927 წელს და დაიწყო მასწავლებლობა. შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც 1935 წლამდე იმყოფებოდა.

1936–1940 წლებში ვ. დარასელი სწავლობდა დონის-როსტოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა ფილოლოგიის განხრით. ყმაწვილი ჯერ კიდევ მოწაფეობისას გაიტაცა ლიტერატურამ, ხოლო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ინტენსიურად მიჰყო ხელი სამწერლო მოღვაწეობას. მას შემდეგ კი როცა ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად, გატაცებით ებმება ლიტერატურულ-შემოქმედებით საქმიანობაში.

1934 წელს ქუთაისში გამოდის მწერლის პირველი კრებული. დონის-როსტოვში რუსულად გამოიცა რომანი „ჩემი შვილი“. აქვე დაინტერესდა და შეაგროვა მასალები ვასილ კიკვიძეზე, რასაც შედეგად მოჰყვა შესანიშნავი დრამატული ნაწარმოების „კიკვიძე“, რომელმაც პოპულარობა მოუტანა ავტორს. სხვადასხვა დროს იდგმებოდა დრამატურგის პიესები „გამახარე“, „უფროსი ძმა“, „ოცნება“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 122, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]