ზემო ყარაბულაღი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ -მხარე using AWB |
No edit summary |
||
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
|ქართული სახელი = ზემო ყარაბულაღი |
|ქართული სახელი = ზემო ყარაბულაღი |
||
|მშობლიური სახელი = <nowiki></nowiki> |
|მშობლიური სახელი = <nowiki></nowiki> |
||
|რეგიონის ტიპი = მხარე |
|რეგიონის ტიპი = მხარე |
||
|რეგიონი = ქვემო ქართლის მხარე |
|რეგიონი = ქვემო ქართლის მხარე |
18:07, 15 აპრილი 2019-ის ვერსია
სოფელი | |
---|---|
ზემო ყარაბულაღი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისი |
თემი | ყარაბულაღი |
კოორდინატები | 41°24′56″ ჩ. გ. 44°05′48″ ა. გ. / 41.4155611° ჩ. გ. 44.0966694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1340 მეტრი |
მოსახლეობა | 871 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (360)[2] |
საფოსტო ინდექსი | 1709[3] |
ზემო ყარაბულაღი[4], ზემო ყარაბულახი[5][6] — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში,[7] მდებარეობს გომარეთის პლატოზე. მდინარე შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ყარაბულაღის თემის ცენტრი (სოფლები: ზემო ყარაბულაღი, ახა, გედაგდაღი, მამიშლარი, სალამალეიქი, სოღუთლო, უსეინქენდი, ქვემო ყარაბულაღი). მდებარეობს ზღვის დონიდან 1320 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 871 კაცი.[8]
ისტორია
სოფელის სახელწოდება „ზემო ყარაბულაღი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე «Верх. Карабулахъ» სახით.
ღირსშესანიშნაობები
სოფლის მახლობლად, მდინარეების შავწყაროსწყლისა და თეთრწყაროსწყლის შესართავთან, დგას XI ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ეკლესია. შიგა სივრცე სიგრძივი კედლებიდან ძლიერ გამოშვერილი კედლის სვეტებით (პილასტრებით) გაყოფილია სამ ნაწილად. სვეტებს შორის გადაყვანილი ისრისებრი თაღები ქმნიან ღრმა უბეებს. ჩუქურთმებით ძუნწად მორთული ფასადები შემოსილია ბაზალტის ქვით, შიგა პირი – შერეული წყობით. სამხრ. კარის თავზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებული არიან დავით და კვირიკე მეფეები. შენობის ზედა ნაწილს ემჩნევა შეკეთების კვალი. ირგვლივ სასაფლაო ყოფილა.
ლიტერატურა
- ლ. რჩეულიშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 351-352.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
- Такайшвили Е., „Археологические экскурсии, разыскания и заметки“, в. 4, Тфл., 1913.
სქოლიო
- ↑ http://census.ge/en/home
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ „საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, თბ. 2009, გვ. 74
- ↑ „საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, თბ. 1987, გვ. 45
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
|