ველისპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
-მხარე using AWB
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:
|ქართული სახელი = ველისპირი
|ქართული სახელი = ველისპირი
|მშობლიური სახელი = <nowiki></nowiki>
|მშობლიური სახელი = <nowiki></nowiki>

|რეგიონის ტიპი = მხარე
|რეგიონის ტიპი = მხარე
|რეგიონი = ქვემო ქართლის მხარე
|რეგიონი = ქვემო ქართლის მხარე

18:07, 15 აპრილი 2019-ის ვერსია

სოფელი
ველისპირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისი
თემი სარკინეთი
კოორდინატები 41°28′08″ ჩ. გ. 44°06′09″ ა. გ. / 41.468889° ჩ. გ. 44.102500° ა. გ. / 41.468889; 44.102500
ცენტრის სიმაღლე 1294 მეტრი
მოსახლეობა 81 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 88 %, ბერძნები 7 %, აზერბაიჯანელები 5 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (360)[2]
საფოსტო ინდექსი 1704[3]
ველისპირი — საქართველო
ველისპირი
ველისპირი — ქვემო ქართლი
ველისპირი
ველისპირი — დმანისის მუნიციპალიტეტი
ველისპირი

ველისპირი[4][5] (1949 წლის 12 ივლისამდე„ქეივანბულგასონი“[6]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში, სარკინეთის თემში, გომარეთის პლატოზე. ზღვის დონიდან 1320 მ, დმანისიდან 20 კმ. 64 მცხ. (2002).

ისტორია

ველისპირი შესაძლოა ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიაში მოხსენიებული და რუკაზე დატანილი „თოფრაყალა“ იყოს. „დასტურლამალის“ მიხედვით, ზურტაკეტის თოფრაყალის გლეხებს, მეზობელ სოფლელებთან ერთად, შეწერილი ჰქონდათ საფერისცვალებო თევზის ჭერა. 1721 აღწერის მიხედვით, ამ სოფელში ითვლებოდა 2 მებატონე (ნოდარ და ავთანდილ სუფრაჯები) და 3 გამომღები ყმა. ამჟამად ველისპირში ქართველებთან ერთად ცხოვრობენ ბერძნები, რომლებიც რუსეთის მთავრობამ 1830 წელს გადმოასახლა გიუმიშხანედან. მათ თან მოიტანეს იქაური სოფლის სახელი – ბულჰასან-ქეივან, რომელიც 1949 წელს ველისპირით შეიცვალა.

სოფელის სახელწოდება „ქეივან-ბულგასანი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე «Кеиванъ-Булгасанъ»/«Эргышъ-Оглы» სახით.

ღირსშესანიშნაობები

ველისპირში ორი ეკლესიაა, ორივე გვიან გადაკეთებული. პირველი (მოზრდილი) დარბაზული შენობაა, რომელსაც გადაკეთების მიუხედავად, ერთგან მაინც შერჩენია ადრინდელი ფეოდალური ხანის კედლის წყობა – ნალისებრი თაღი და ასევე შემკული ლავგარდანები; სატრაპეზო ლოდზე გამოსახულია „ბოლნური მედალიონი“. მეორე ეკლესია ქედზეა, დას. კედელზე განახლების თარიღად მინიშნებულია 1888 წელი. სამხრეთის სარკმელს განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ჩუქურთმიანი ქვა ამკობს.

ლიტერატურა

  • დ. ბერძენიშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 243.
  • ვახუშტი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941;
  • „ქართული სამართლის ძეგლები“, ივ. სურგულაძის გამოც., თბ., 1970.
  • ლორთქიფანიძე ი., „ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში“, ნაწ. 1–2, თბ., 1935;
  • ყაუხჩიშვილი ს., „ბერძნების დასახლების ისტორია საქართველოში“, «ქუთაისის პედ. ინსტიტუტის შრომები», 1942, ტ. 4.

სქოლიო

  1. http://census.ge/en/home
  2. http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
  3. http://www.gpost.ge
  4. „საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, თბ. 1987, გვ. 28
  5. „საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, თბ. 2009, გვ. 42
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949