ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
 
==== ღვთაების ეკლესია ====
„ღვთაების“ ტაძარი წარშოადგენს გუმბათოეან ნაგებობას, რომლის გუშბათიც დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთის წყვილ ბოძზე. ეკლესიის ჯვრის მკლავთაგან — გვერდის მკლავები უფრო მოკლეა, ვიდრე აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, საკურთხევლის აფსიდი ღრმად ზის, თუმცა ბემა არა აქვს. დასავლეთის მკლავი ყველაზე გრძელია, მის ფარგლებში ბოძების გიდევ ერთი წყვილია. ამათგან აყვანილ პილასტრებს კამარის საბრჯენი თაღი ეყრღნობა. როგორც ეს კამარა, ისე გვერდის მკლავების გადამხურავი ორივე კამარა ისრული ფორმისაა. კამარების ფორმას იმეორებს გუმბათქეეშა თაღებიც.
 
დასავლეთის მკლავის ორსავ მხარეს მდებარე ნაწილების კომპოზიცია ერთნაირია: თითოეული მათგანი ორ-ორი კვადრატული ნაწილისაგან შედგება და ერთმანეთისაგან პილასტრებზე გადასული თაღებითაა გამოყოფილი. კვადრატული დანაყოფები კი ჯვაროვანი კამარითაა გადახურული. მთლიანად ეს ნაწილები ცენტრალურ სივრცეს ნახევარწრიული ფორმის წყვილ-წყვილი თაღით უერთდება.
 
ამავე ნაწილებშია მოქცეული ეკლესიაში შესასვლელებიც. სამხრეთის შესასვლელი განიერია, გარედან სწორკუთხა მოხაზულობისა, შიგნიდან კი ორმაგი, შუაში შეტეხილი ისრული თაღით. მეორე — ჩრდილოეთის—კარი ვიწროა და მაღალი. იგი შიგნიდან გადახურულია დაბალი თაღით, გარედან კი ისრული თაღით.
 
ეკლესიის გუმბათის ყელი შიგნიდან ცილინდრული ფორმისაა და ნახევარსფერული კამარითაა გადახურული. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა, როგორც მოსალთდნელი იყო ამ ეპოქისათვის, აფროვანია. გუმბათის ყელის ცილინდრულ ზედაპირზე თანაბარი ინტერვალით განლაგებულია თოთხმეტი სარკმელი. ეკლესიის შიდა სივრცეს, გუმბათის სარკმლების გარდა, სინათლეს აწვდის თითო საშუალო ზომის სარკმელი, მოთავსებული ჯვრის ოთხივე მკლავის ცენტრებში.
 
 
 
ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია. იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (16,4 X 13,3 მ), ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. აგებულია XVI ს-ის ბოლოს ან XVII ს-ის I ნახევარში. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთის შესასვლელის წინ სწორკუთხა კარიბჭეა. შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის მკლავები და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ ჯვაროვანი გეგმის ორ სვეტს. ამ სვეტების დასავლეთით ამგვარივე სვეტების კიდევ ერთი წყვილია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. სამკვეთლო დასავლეთით ღიაა და თაღით უკავშირდება ჩრდილოეთის მკლავს. სამკვეთლოს სამხრეთ კედელში აფსიდში გამავალი თაღოვანი კარია. მკლავების კამარები ისრულია. დასავლეთის მკლავი გვერდითა ნავებს ორ-ორი თაღით უერთდება. გვერდითა ნავები ორ კვადრატულ მონაკვეთად იყოფა. თითოეულ მათგანს თავისი ოთხწახნაგა შეკრული კამარა აქვს. ცილინდრული გუმბათის ყელში თოთხმეტი სარკმელია, ჯვრის მკლავებში კი თითო.
<gallery>

სანავიგაციო მენიუ