ჰერმან ჰელმჰოლცი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19: ხაზი 19:
== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
* პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ.,. 222-227.
* ''პარკაძე ვ.'', ''პარკაძე მ.'', მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, გვ. 222-227, თბ., 1973.


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

06:15, 13 აპრილი 2019-ის ვერსია

ჰერმან ჰელმჰოლცი
გერმ. Hermann Ludwig Ferdinand von Helmholtz
დაბ. თარიღი 31 აგვისტო, 1821(1821-08-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბ. ადგილი პოტსდამი[18] [3] [4] [5] [15]
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი, 1894(1894-09-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] (73 წლის)
გარდ. ადგილი შარლოტენბურგი[11]
დასაფლავებულია ვანდეიას სასაფლაო
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
გერმანიის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი, ოფთალმოლოგი, მუსიკოლოგი, მუსიკის თეორეტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი[19] , ფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი, ფილოსოფოსი[19] , ანატომი, ბუნებისმეტყველი[19] , military physician და პათოლოგანატომი
მუშაობის ადგილი ბონის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, შარიტე, Physikalisch-Technische Bundesanstalt, კენიგსბერგის უნივერსიტეტი და გერმანიის ფიზიკოსთა საზოგადოება
ალმა-მატერი Hermann-von-Helmholtz-Gymnasium, ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი და Pépinière
განთქმული მოსწავლეები აუგუსტ ჰელერი, ალექსეი სოკოლოვი, თეოდორ ლებერი, ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი და უილიამ ჯეიმსი[20]
მეუღლე Anna von Helmholtz და Olga von Helmholtz
შვილ(ებ)ი Richard von Helmholtz, Robert von Helmholtz, Ellen von Siemens-Helmholtz და Friedrich Julius von Helmholtz
ჯილდოები კოპლის მედალი[21] , ფარადეის ლექციის პრიზი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, მატეუჩის მედალი, ალბერტის მედალი[22] , კრუნის სახელობის პრემია და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[23]

ჰერმან ჰელმჰოლცი (დ. 31 აგვისტო, 1821, პოტსდამი — გ. 8 სექტემბერი, 1894, პოტსდამი) — გერმანელი ფიზიკოსი, ექიმი, ფიზიოლოგი, ფსიქოლოგი.

ბიოგრაფია

1821 წლის 31 აგვისტოს ქალაქ პოტსდამში, მასწავლებლის ოჯახში, დაიბადა მომავალში ბუნების დიდი მკვლევარი ჰერმან ჰელმჰოლცი, რომლის დაუღალავი გონება მისწვდა არა მარტო ფიზიკის მნიშვნელოვან დარგებს, არამედ მექანიკას, მათემატიკას, ფილოსოფიას და ფიზიოლოგიასაც. ჰელმჰოლცის დედა წარმოშობით ინგლისელი იყო, ხოლო დიდედა დედის მხრივ - ფრანგი. ამიტომ პატარა ჰერმანი თითქოს სამი დიდი სახელმწიფოს სისხლსა და ტრადიციებს აერთიანებდა.

ბავშვობაში ჰელმჰოლცი ავადმყოფობდა, რის გამოც სწავლაში მოწინავეთა რიგებში არ იდგა, მაგრამ ფიზიკის სიყვარული ადრეული წლებიდანვე გამოამჟღავნა. ერთ-ერთ თავის სიტყვაში იგი იგონებს, რომ მოწაფეობის პერიოდში პოტსდამის ბიბლიოთეკაში არსებული ფიზიკური ლიტერატურა მას მთლიანად გადაკითხული ჰქონდა. ბუნებრივია, რომ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი ჰელმჰოლცი სწორედ ამ გზით უნდა წასულიყო უმაღლესი სასწავლებელშიც, მაგრამ ხელმოკლეობის გამო, მამის რჩევით გადაწყვიტა სამედიცინო ფაკულტეტზე შესვლა. იმ დროს სამეცნიერო მუშაობა მკვლევარისაგან დიდ თანხებს მოითხოვდა, ჰერმანის მამას კი ეს არ გააჩნდა. 17 წლის ჰელმჰოლცი ბერლინის „სამეფო მედიკოქირურგიულ ინსტიტუტში" ჩაირიცხა და 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯზე სწავლობდა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჰელმჰოლცი სამხედრო ექიმად -დასტაქრად - მუშაობდა პოსტდამში. ვერც ყაზარმის პირობებმა და ვერც დიდმა დატვირთვამ ჰელმჰოლცს ფიზიკისადმი ლტოლვა ვერ შეუნელა.

ჰერმან ჰელმჰოლცის შრომები

პირველი მეცნიერული შრომები ჰელმჰოლცმა გასული საუკუნის 40-იან წლებში ფიზიოლოგიაში დაწერა. მაგრამ მას პირველ რიგში აქაც ფიზიკა აინტერესებდა. იგი გამოვიდა „სასიცოცხლო ძალების“ თეორიის წინააღმდეგ და დაასაბუთა, რომ ცოცხალ ორგანიზმში პროცესები ემორჩილება ენერგიის მუდმივობის კანონს. 1847 წელს გამოქვეყნდა ჰელმჰოლცის შრომა „ძალის მუდმივობის შესახებ", რომელშიც შესანიშნავად იყო გამოყენებული ენერგიის მუდმივობის კანონი ყველა ფიზიკური პროცესის მიმართ. თავის ფიზიოლოგიურ გამოკვლევებში ჰელმჰოლცი ხშირად გამოდიოდა ფიზიკოსის როლში. ამ მხრივ საყურადღებოა შრომა: კომბინირებული ტონების შესახებ და სხვა. ამგვარი შრომებით ჰელმჰოლცმა შექმნა ადამიანის სმენითი აპარატის კლასიკური თეორია და მუსიკის თეორიის ფიზიკური და ფიზიოლოგიური საფუძვლები. პარალელურად ჰელმჰოლცი მუშაობდა ფიზიკური და ფიზიოლოგიური ოპტიკის საკითხებზე. კვლევის პროცესში მან გამოიგონა თვალის სარკე - ოფთალმოსკოპი. ამ ხელსაწყომ, რომელიც ამჟამადაც იხმარება, საშუალება მისცა თვალის ექიმებს ღრმად ჩაეხედათ ადამიანის თვალში. შემდეგ მისი შრომები კვლავ ექსპერიმენტულ ფიზიოლოგიურ ოპტიკასა შეეხო.

ფიზიკურ ოპტიკაში ჰელმჰოლცმა გამოიკვლია მიკროსკოპის ე.წ. „გარჩევის უნარიანობა", მან ერთ-ერთმა პირველთაგანმა დაამუშავა ანომალური დისპერსია, გამოიგონა ტელესტერეოსკოპი — საველე დურბინდის პირველი სახე და სხვა. მესამე დარგი, რომელსაც ჰელმჰოლცმა შრომენის სერია მიუძღვნა, ჰიდროდინამიკა იყო. აქ ჰელმჰოლცმა შექმნა გრიგალური მოძრაობისკლასიკური თეორია, რომელმაც XIX საუკუის მეორე ნახევარში ფართო გავრცელება ჰპოვა. ამ შრომაში ავტორმა გამოავლინა ანალოგია სითხის გრიგალურ მოძრაობასა და ელექტროდენის მაგნიტური ველის თვისებებს შორის, რითაც ხელი შეეწყო თეორიული ელექტროდინამიკის განვითარებას. ამავე დარგში შემდგომი შრომებით ჰელმჰოლცმა შეისწავლა სითხის სიჩქარის ნახტომისებრი ცვლილებები. ჰიდროდინამიკაში წარმოებული შრომებით ჰელმჰოლცმა უდიდესი ფიზიკოს- თეორიტიკოსის სახელი დაიმკვიდრა ევროპაში.

1894 წლის 12 ივნისს აშშ-დან დაბრუნებულ ჰელმჰოლცს კიბეზე ჩამოსვლისას თავში სისხლი ჩაექცა, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია და 1894 წლის 8 სექტემბერს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, გვ. 222-227, თბ., 1973.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11854893X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Гельмгольц, Герман-Людвиг-Фердинанд // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. VIII. — С. 287–288.
  4. 4.0 4.1 4.2 A. Paalzow Helmholtz, Hermann von // Allgemeine Deutsche BiographieL: 1906. — ტ. 51. — S. 461–472.
  5. 5.0 5.1 5.2 J. G. M. Helmholtz, Hermann Ludwig Ferdinand von // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 13.
  6. 6.0 6.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  7. 7.0 7.1 SNAC — 2010.
  8. 8.0 8.1 IMSLP — 2006.
  9. 9.0 9.1 Who Named It?
  10. 10.0 10.1 KNAW Past Members
  11. 11.0 11.1 11.2 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  12. 12.0 12.1 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. 14.0 14.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  15. 15.0 15.1 15.2 www.accademiadellescienze.it
  16. 16.0 16.1 Académie nationale de médecine
  17. 17.0 17.1 Base biographique
  18. Гельмгольц Герман Людвиг Фердинанд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  19. 19.0 19.1 19.2 The Fine Art Archive — 2003.
  20. Mathematics Genealogy Project — 1997.
  21. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  22. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
  23. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 165.